ნიკა აგიაშვილმა ინატრა, რა იქნებოდა, "დონ კიხოტი", "ჰაჯი მურატი", "დანაშაული დასასხელი" და ბაირონის ერთი-ორი პოემა ჩემი დაწერილი იყოსო.მე ვუთხარი: მაშინ იმასაცუნდა დათანხმდეთ, რომ ერთდროულად იყოთ ეპილეფსიით დაავადებული და სიკვდილმისჯილთა საკანში ნაჯდომი – დოსტოევსკივით, ეკლესიისმიერ შერისხული – ტოლსტოისავით, ომში დასახიჩრებული და ტყვეობაში ნატანჯი – სერვანტესივით; თანაც ეს ყოველივე მანამდე უნდა მოასწროთ, ვიდრე შუა ხნის ასაკში სხვა ერის თავისუფლებას შესწირავდეთ თავს ბაირონივით-მეთქი. – არა, არა, არ მინდაო! – ხელები გაასავსავა.