იტვირთება...

დავით აღმაშენებელი - მზე ყოველთა მეფობათა

გაიოზ მამალაძე

39 ნახვა
1
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
10
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შედეგები და გამარჯვებანი დიდ სასწაულს ჰყავს... დამარცხებული, გაპარტახებული, გაუერთიანებელი, ტერიტორიებოკუპირებული ქვეყნის ერთ-ერთ პატარა სამეფოში გამეფდა და წლების მერე შეეძლო ეთქვა ანდერძში - „განბჭო მართლადმსაჯულობამან ღმრთისამან და, ესერა, მიწოდა მე, და უწოდა მაგას მეფობაჲ, მამული და ახლად მოგებული ღვაწლითა ჩემითა და თქვენითა: ნიკოფსითგან დარუბანდისა ზღვადმდე და ოვსეთიდგან სოერად (ან სპერად) და არეგაწადმდე“. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს (თანამედროვე ქართულად თარგმნილი): „შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამქვეყნიური საქმეებით (სამეფოს მართვის, ომების) ასე (წარმატებით) წარმმართველს როგორ უნდა მოეცალა საღმრთო და სულიერი სათნოებების არათუ ხორცშესასხმელად, არამედ მათზე საფიქრალადაც კი: ერთი ადამიანისათვის ფრიად საკმარისია იმის გაკეთება, რაც დავითმა შეძლო და წარმართა – როგორი განადგურებული სამეფო რა სიმაღლემდე აიყვანა, ქვეყნის საზღვრები სადამდე გადასწია, დამარცხებულნი გამარჯვებულებად აქცია!“ რა იყო წარმატებების საფუძველი?
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
წიგნში შესულია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გამოქვეყნებული წერილები. უმეტესი მათგანი (შემოკლებული ვარიანტები), გამოქვეყნდა ჟურნალ „თბილისელებში“. წერილები სამეცნიერო-პოპულარული სახისაა, სამეცნიერო, შემეცნებითი და იდეოლოგიური მიზნით გამოქვეყნებული. დავით აღმაშენებლის პიროვნება უდიდესი შთაგონების წყაროა. შემთხვევით არ უწოდებს მის ტახტზე ასვლას მისი თანამებრძოლი ისტორიკოსი „აღმოცისკრებას მზისა ყოველთა მეფობათა“. თუმცა, ჩვენი გვირგვინოსნის ფენომენის სრული შეცნობა და განხილვა, ალბათ, შეუძლებელია. მისი პიროვნების, მისი მოღვაწეობის, მისი ბრძოლის, მისი შემოქმედების, მისი მისიის შესახებ შეიძლება დაუსრულებლად ისაუბრო და მაინც ვერ ამოწურო თემა. მაინც რაღაც დაგრჩება, გამოგრჩება ან ვერ ჩასწვდები მისი დიდებულების, მისი განსაკუთრებულობის ყველა მიზეზს, ასპექტს თუ ნიუანსს თუ დამსახურების მასშტაბს. ამას ჰომეროსიც და არისტოტელეც ვერ შეძლებდნენ. თუმცა, შევეცადე, რაც შეიძლება, ყველა თემაზე, ყველა საკითხზე დამეწერა, ყველა მოვლენაზე გამომეთქვა ჩემი აზრი, ჩემი შეხედულება. შევეცადე, გადმომეცა, ყველაზე უმთავრესი, რაც დავინახე დავით აღმაშენებლის პიროვნებაში, ჩემი აზრით, რა იყო მთავარი მის ცხოვრებაში, მის ხასიათში, როგორ მოახერხა ქართველთა გადარჩენისათვის, არსებობისათვის საფუძვლის შექმნა. როგორ შეძლო შეუძლებელი - ერთი პატარა სამეფოდან შეექმნა ერთიანი საქართველო და საქართველო ექცია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ. როგორ ემზადებოდა ამისთვის, როგორ ამზადებდა ჯარს, ხალხს, როგორ გააერთიანა განცალკევების სურვილის მქონე კუთხეები და პიროვნებები, როგორ მაგალითს აძლევდა ქვეშევრდომებს: თავმდაბლობის, ერთგულების, მღვიძარების, შრომის, ბრძოლის, ვაჟკაცობის, ლოცვის, მოღვაწეობის, განათლებისადმი სწრაფვის, ადამიანებისადმი სიყვარულის. საღვთო ომებისა და რელიგიური სიძულვილის დაუნდობელ ხანაში, როგორ გაიმარჯვა ქართველთა გადაჯიშებისა და გენოციდის, საქართველოს გაქრობის მოსურნე ურიცხვ დამპყრობლებზე და შურისძიების მაგიერ, სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ხალხთა მონაწილეობით, როგორ შექმნა კავკასიის ტოლერანტული თანამეგობრობა. როგორ მისცა ახალი ბიძგი ქართული კულტურის აღმავლობას, დასავლური და აღმოსავლური კულტურების შერწყმა-აღორძინებას - ქართულ რენესანსს. და ყველაზე მთავარი - როგორ მოიპოვა ღვთის მადლი (არარელიგიურებისათვის ასე ვთქვათ - როგორი სამოქმედო ფორმულა ჰქონდა) და რატომ მიაღწია წარმატებას. ჩვენს დროში, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება დავით აღმაშენებელზე, თითქოს იყო ძალიან მკაცრი, დამნაშავეებისადმი დაუნდობელი და სხვა. სინამდვილე სხვაგვარია. მხოლოდ და მხოლოდ წყაროებზე დაყრდნობით, რაც დავინახე, რაც შევამჩნიე, მინდა ის იყოს ცნობილი მკითხველისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისათვის, რომელმაც უნდა გადაიბაროს ქვეყნის მართვა: წიგნში არის წარმოდგენილი დავით აღმაშენებლის ნამდვილი სახება - ძალიან, ძალიან გულისხმიერი ადამიანი...
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
დავით აღმაშენებელი - მზე ყოველთა მეფობათა
გამოცემის თარიღი:
2026
გვერდები:
274
კატეგორია:
ისტორიული
ნახვები:
39
რეიტინგი:
1
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
1
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [1]