ლექსები - მწყემსის მუქარა
ტყუილად ჰფრთხები, ქალაო,
კიდევ მოალის ზაფხული,
მოგანდომებენ ჯალაფნი
ჩემთან იქონო სულ-გული.
როცა გეტყვიან, ქალთამზევ,
ადე, გარეკე ცხვარიო,
საშუბის ყელებს უმარჯვე,
არ დაანებო თავიო;
მეც იქ დაგხვდები ფოცხვერა,
გაკრული გორის პირადა;
მალე გაგიწყვეტ საკინძსა,
ჩაგეტოლები ძნელადა.
ცხვარს ვინღა უგდებს მაშინ ყურს,
თუნდ ტყეც კი იქცეს მგელადა.
1886 წელი