1.ხარმა თქვა ხარმა თქვა ხარის სათქმელი, ჩუმად მიმქონდა ჭაპანი,
ვიცოდი ხალხი იტყოდა, ვიდოდი გზასა კაპანის,
ვიხვეჭდი კაცის სახელსა, მთა კისრით გადასატანი,
ქედი ვაქციე ზღუდედა,იბერთა ზურგი,დამცავი.
სიტყვის სიმაღლე ვიცოდი, ამბავი კარის,თა პანის,
ხარი ბოლომდე წაიღებს, დატოვებს ამბავს გატანის,
ცხენი რბოლასა იღლება, აქლემი გზასა ქარავნის,
ზაქი მძიმე ჯვარს წაიღებს, დრო ჰპოვებს მთასა ატანილს.
ვიცოდი ხალხი იტყოდა, ნაღვაწსა ტბელის,დაბელის,
უცნაურია სამყარო,მკვდარი ბრუნდება სახელი,
მტერს და მოშურნეს დაამცრობს,დადგება გზასა გათელილს,
ფასი აქვს ბოლო სიტყვასა, ვითომ ათასგზის გამხელილს.
ვიცოდი კაცი იტყოდა, იცოდა ხარის სახელი,
ვიცოდი კაცი იბრძოდა, დაგროვებოდა სათქმელი,
ციხის სახელი იცოდა, იცოდა ზვარი სამკელი,
დაიცვა ხარის ნაღვაწი, ხელი რუსთველის, დაბელის.
ძველია დროთა საცავი, დამარხულია ქვა-ხელი,
ვიცოდი,კაცსა ველოდი, თვალი პატარა სარკმელი,
მოვიდა ხარი იპოვა, სურათი ტილო ქვახვრელის,
ახალთახალი სათქმელის გადმოდენილი ჩანჩქერი.