შესავალი უთქვია მავედრებელსა: კაცი აღავლენს სამადლობელსა.
უფალმა გული მავედრებელისა, სისუსტენი მოკვდავისა. ვერაგო- ბანი სატანის ხელისა.
გონი კაცისა. დასძლევს მცირედ მორწმუნეს ხელი სატანისა. სა- ვედრებელი რჩება ენასა, გული დაჰყვება მზაკვარის ნებასა.
სჭირდება მხარი, მობრუნება მავედრებელის გულისა.
- ხმა მხარისა. მხარი მაშველისა. ხმა კაცის გონებას აბრუნებს ვედრე- ბასა. გონება იხმობს გულსა. ამინ ვითა კარი გულისა. დიდია ძალა მავედ- რებელისა, ბევრად დიდია ძალა მავედრებელის გულის დამცავისა.
- ითქმება, ხელი ზე აპყრობილი. ხელების ფორმა მსგავსი ზაქის რქე- ბისა. ამენ ველი ზეციური ხარის შეწევნასა. თხოვნა მფარველობისა.
მთქმელი მოწმე სავედრებელის აღვლენისა.
დაყუდებული ქვაბსა, მავედრებელი მწირი. მოწმე მისივე სავედრე- ბელისა, ლოდები, იგივე სალი კლდე, მთქმელი ამენისა. მთის ხმა ესმის უფალსა. მწირი, დაყუდებული ბერი ისმენს ხმასა მთისა. კლდენი ბანს ეუბნებიან, ფარული ხმაა ამენის მთქმელისა.
მანათობელი თვალი- მზე. თვალი მძინარე მზისა მთვარე.
პირველი იყო სიტყვა, სახლი სიტყვისა, იგივე პირობა კაცისა. სიტყვა არ- სი გონიერისა. უსარგებლო სიტყვა უთვისტომო მაწანწალა, ბოლომდე ელის პატრონსა.
1. ქალის პირობა ახალ პირობამდე.
2. კაცის პირობა ძველის გამხელამდე.
3. ბნელი უკუნია თვალის გახელამდე.
4. ძვალი საყრდენია ხორცის წაქცევამდე.
5. მყარი მედეგია ბზარის გაჩენამდე.
6. სცენა კულისია ფარდის აწევამდე.
7. ბნელის პარპაშია ნათლის გაჩენამდე.
8. მარჩილ-მორჩილია ვალის გადახდამდე.
9. ჩემი დარქმევია სხვასთან წაღებამდე.
10. სუფთა ფურცელია ამბის დაწერამდე.
11. ცასა მფრინველია მიწას დაცემამდე.
12. ციხე დაცულია კარის გაღებამდე.
13. რჩება დაფარული არსის გაგებამდე.
14. ფასი რას მიქვია ფასის დადებამდე.
15. მგზავრი ვის უნახავს გზასა დადგომამდე.
16. მოკვდა, წარსულია მკვდრეთით აღდგომამდე.
17. მცირე გაზრდილია დიდის დამცრობამდე.
18. ტრფობა ნამდვილია გრძნობის გაქრობამდე.
19. მეფე არწივია ტახტის დამხობამდე.
20. მხეცი ვერაგია კბილის დაძრობამდე.
21. მარად უბიწოა ბიწთან დადგომამდე.
22. ზღვარი ვინ გაიგო ზღვარის დადებამდე.
23. ზარსა სტკივებია ბზარის გაჩენამდე.
24. ბუდეს დარჩენილა სხვაგან გაფრენამდე.
25. ჯვარცმა არ ყოფილაა ჯვარის მიტანამდე.
26. ზეცა განარისხეს ხარის მიყვანამდე.
27. სეტყვა არ ყოფილა ღრუბლის გაჩენაამდე.
28. ხნული ვერ დავარქვი კავის გატანამდე.
29. მადა დარჩენილა გემოს დაკარგვამდე.