1.დასაწყისი (და თქვა მაკედონელმან: ახილესს დიდი მაქებარი ჰყავდაო)
მეფე თამარის დიდება, დაცვა სახელისა, მისივე მაქებარის ხელია, ხელი რუსთველისა. ხალხმა დაიცვა სახელი მეფისა. ქართულმა ეკლესიამ ცნო ვითა მეფე წმინდანი.
პირველად ვეფხისტყაოსანმა გაამხილა ამბავი მიჯნური პოეტისა. დანარჩენი დაიფარა ბურუსითა. პოეტი მწვერვალია ლექსთა კრებისა, დიდოსტატი შეფარვისა, მერე შარავანდედი ხელმწიფისა, ქარ- თველთა წმინდა მეფისა. ვერავინ გაბედა აუგი მათივე სიყვარულისა.
თურმე ასე ყოფილა პირობა. რვაასი წელი არ უკადრიათ გატეხა პირისა. პირობა ვეფხისა და ხვადისა. მეფისა და ხარისა.
თურმე ვერაგმა სენმა განაშორა მთვარე მისივე მზესა.
თურმე პაპა, ვითა დარაჯი იცავდა მეფის სახელსა. ბოლომდე ემსახურა თავისივე რჩეულსა. დაასრულა პოემა, საგალობელი სიყვარულისა. მესაიდუმლე მათივე ამბისა.
თურმე ასე უსურვებია პაპის ზეციურ ხარსა. რვა კაცის სიცოცხლე არ ეყოფა ტალახის ჩამორეცხვასა. თუ ხალხი დაიცავს მეფისა და ხარის სახელსა. დადგება დრო გამხელისაო.
შეძლო ხალხმა, დაიცვა სახელი მეფისა, მათთვის შეწირული ხარისა.
დაფასდა ღვაწლი ზაქისა.
პოეტი იქცა მსაჯულად მგოსანთა ხელისა. ვითა ხელი ზეციური ხარისა.
თამარი ყველა დროის მეფეთა შორის ლიდერთა ათეულშია.
თურმე ყოფილა ნება განგებისა, მართალთა ამბის გამხელისა. მათივე დაფარული სიყვარულისა.
წიგნი ამბავია მეფე თამარისა, ამბავი მისივე ხარისა, რუსთველისა.
ასე ამბობს ძველი ქარაგმა. ასე მგონია მე. მომიტევოს უფალმა.
წმინდაო მარიამ მომეცი ძალა ვთქვა მართალი.
ვიცი ძალა დიდია უფლისა. ვიცი მადლი დედა ღვთისა,
წმინდაო მარიამ, მოეცი ძალა ხელსა ჩემსა ვქმნა მართალი.
მომიტევოს უფალმა უმეცრებანი ჩემნი, ჩადენილნი ჩემივე სისუსტითა.
შემინდოს უფალმა ცოდვილსა.
ამინ