წინასიტყვაობა შენიშვნა: ნებისმიერი პირი, ვინც ამ მონათხრობში რაიმე ფარული აზრის ამოკითხვას შეეცდება, მკაცრად დაისჯება; ის, ვინც მასში ზნეობის გაკვეთილს დაუწყებს ძებნას, გადასახლებას ვერ გადაურჩება; ხოლო ერთიანი ქარგის მჩხრეკელნი – დაიხვრიტებიან უშუალოდ ავტორის ბრძანებითა და გენერალ-გუბერნატორის საარტილერიო სამსახურის მეთაურის მიერ.
ახსნა-განმარტება: მეტი დამაჯერებლობისთვის, წიგ-ნში რამდენიმენაირი კილოკავი გამოვიყენე – კერძოდ, მისურელი ზანგების ნაუბარი; მიყრუებული სამხრეთ-დასავლეთის მცხოვრებთა მეტყველების უკიდურესი გამოვლინება; ფაიქ-ქაუნთის ბინადართა საყველპურო ენა და ამ უკანასკნელის ოთხი შედარებით ზომიერი ნაირსახეობა. თითოეულის თავისებურებანი არც ალალბედზე ამირჩევია და არც ჰაიჰარად, პირიქით – შერჩევას საფუძვლად თითოეულ ამ კილოსთან ჩემი პირადი და საფუძვლიანი გაშინაურება-გათვიცნობიერება განაპირობებდა.
ეს განმარტება მხოლოდ იმისთვის დამჭირდა, რომ მის გარეშე ბევრმა მკითხველმა ეგებ იფიქროს – წიგნის ყველა გმირი ერთნაირად ცდილობს ლაპარაკს და ამ საქმიდან არაფერი გამოსდითო...
ავტორი
მოქმედების ადგილი:მისისიპის დაბლობი
მოქმედების დრო:XIX საუკ. 40-იანი წწ.