ბიოგრაფია ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ ზაქარიას ძე), 1750, თბილისი, - 24. I. (6. II).1791, ქ. იასი, რუმინეთი, ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, თეიმურაზ იი კარის მოძღვრის ზაქარია გაბაშვილის ვაჟი. მას ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი განათლება მიუღია.
ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია, - ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები. მისი ლირიკული ლექსებიდან აღსანიშნავია: ”სევდის ბაღს შეველ”, ”ტანო-ტატანო”, ”მე შენზე ფიქრმა მიმარინდა” და სხვ. მისი ლექსები, კერძოდ, XVIII საუკუნის II ნახევარში, სიმღერებად ვრცელდებოდა, რამაც დიდი პოპულარობა მოუპოვა. საგმირო-პატრიოტულ პოემაში ”ასპინძისათვის” ოსმალო-ლეკთა ჯარზე გამარჯვების ამბავი გადმოსცა და ხოტბა შეასხა ქართველ გმირებს. ომის თემას ეხება აგრეთვე პოემა ”რუხის ომი”. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი ბგერწერა და მდიდარი მეტაფორული აზროვნება.
თხზ.: თხზულებათა სრული კრებული ა. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედაქტორობით, თბ., 1962 და სხვ.