ქილილა და დამანა
მეც მივჰყევ სპარსთა ზღაპრისა თარგმანებისა მგებართა,
არავინ მიშვებს გარეგან მთათა და გინა მე ბართა;
არ ვგავარ არას საქმითა ვარდთა კოკობთა მკრებართა,
რა უყო, გაბჭეთ, სამუდმოდ სახმილსა მძაფრად მგზებართა.
ვერ ვიტყვი ღირსად საფერად წმიდის სამების ქებასა,
მოსეც შლის ამოებაზე ღმთის სახელისა ხმობასა.
ზღაპარი მეთქვა ისიცა ვაკმარე ამ ამბობასა,
ამისთვის აღარ მივხედე უშესავლობის გმობასა.