***
თქვენს ხელში ნინი ელიაშვილის ლექსების მეორე კრებულია.
პირველი კრებული მთავრდება ლექსით „ცვალებადობა“, რაც ნიშანდობლივია, რადგან ელიაშვილი ერთ ადგილას არ დგას, მისი პოეზია ცვალებადია და მეორე კრებული არის ამის დასტური.
ამ წიგნით აშკარა ხდება, რომ ნინი ელიაშვილი არ კმაყოფილდება მიღწეულით და საკუთარ, ახალ გზებს ეძებს. ის არ შედის კონვენციური ფორმების ხიბლში, აღარც წინამორბედების ინტონაციას ყვება და ენისა და საზომების ტეხვით აგრძელებს განსხვავებული ხმის ძიებას.
მისი ენა უკიდურესად დრამატულიც არის და უკიდურესად უხეშიც. ეს ახალგაზრდა პოეტი ყველაზე უმწეოა და ამასთან ერთად ყველაზე თავხედი. ამ კონტრასტებში არსებობს პოეტი და ადამიანი - ნინი ელიაშვილი. ჩვენ მას წარმატება უნდა ვუსურვოთ.
კოკა არჩვაძე