წინასიტყვაობა ვერასოდეს შეიგრძნობ ადამიანი ენის არსს, დანიშნულებას, ფუნქციას და ძალას, სანამ ამ ენის, რომელშიც სახლში ხარ, რომელშიც თავს თავისუფლად გრძნობ, მას ქვეცნობიერად იყენებ, მართავ, ხელში გიჭირავს მისი სადავეები და ისიც არასოდეს გღალატობს, შენთანაა შესისხლხორცებული, სანამ ამ ენას და მასთან დაკავშირებულ სიმყარეს არ დაკარგავ, როგორც ეს ხდება ერთი ქვეყნიდან მეორეში გადახვეწის დროს. ერთი გეოგრაფიული და კულტურული ადგილიდან მეორეგან გადასვლის, საზღვრების უკან მოტოვების, შენი სახლიდან, შენი „ ედემის ბაღიდან “ გამოძევების შემდეგ. რა მიზეზითაც უნდა ტოვებდეს ადამიანი თავის ქვეყანას და ხდებოდეს სხვა კულტურის და სოციუ მის ნაწილი: ეკონომუკური პრობლემების, უკეთესი მომავ -
ლის, სწავლის და თვითგანვითარებისთვის თუ პოლიტიკური თავშესაფრის ძიებაში, ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა: ეს მაინც და ყოველთვის ხდება.
როგორი მომზადებულიც უნდა შეეგებო ახალ ქვეყანას, ის თავიდან მაინც გართმევს ყველაფერს, რაც იმდენად შენი გეგონა, იმდენად შენი იდენტობის და სხეულის ნაწილი, რომ ამას ვერც ვერასოდეს დაუშვებდი. მაგრამ ემიგრაციის დაუწერელი კანონი ასეთია: შენ იძრობ კანს, კარგავ ენას, ხდები არაფერი, რათა მერე ახალი კანი გადაიკრა, ახლი ენა იპოვო, ძველ მეს დაუსხლტე და გახდე ახალი, გარდაისახო, როგორც პეპელა (ეს არ არის მხოლოდ ცუდი, ეს ჩვენს მე-ს ამრავალფეროვნებს, ჰორიზონტს გვიფართოვებს, პერსპექტივას გვაცვლევინებს, მაგრამ ეს პროცესი მაინც გარდაუვალია, მტკივნებული და დიდ ძალისხმევას მოითხოვს).
და არაფერი არ ახდის ამ პროცესს ასეოდენ მკაფიოს, როგორც მშობლიოური ენის დაკარგვა და მისი უცხო ენით ჩანაცვლება (მშობლიური ენა, რა თქმა უნდა, მაინც ჩვენში რჩება დალექილი, ის ყოველთვის ტივტივდება ზედაპირზე, ყველაზე მოულოდნელ მომენტებშიც იჩენს თავს,) მაგრამ უცხო ყოველდღიურობასთან ფეხის აწყობა მოითხოვს იმას, რომ ჩვენ მას ზემოდან გადავაწეროთ ახალი. სხვანაირად ჩვენ დრო გაგვრიყავს, ჩვენ ვერ გავხდებით იმ ადგილის ნაწილი, სადაც აღმოვჩნდით.
ამიტომ, ძალიან ნიშანდობლივი მეჩვენება ამ კრებულში იმ თხელი, ეგრეთ წოდებული საშრობი ქაღალდის გამოყენება, რომელიც იგი წამძღვარებული აქვს წიგნის სამ ქვეთავს და ამ ლექსების კრებულს სამ ნაწილად ჰყოფს. ეს თხელი, სამი სხვადასხვა ფერის ფურცელი ფარდაა, თხელი, თითქმის გამჭვირვალე ფარდა, რომელიც ზედ ეფინება რაღაც უკვე არსებულს, რაღაც მყარს, ჩვენ მის უკან დაფარულს მხოლოდ მონახაზად აღვიქვამთ, მაგრამ ვიცით, რომ ის იქაა, ვგრძნობთ, შეგვიძლია ხელი შევახოთ, მაგრამ ფარდა მაინც ფარავს.
ეს შემთხვევითობა არაა, რომ ელზა არ შემოიფარგლება წიგნის მხოლოდ სიტყვიერი და შინაარსობრივი მხარით. ის ხომ უპირველესად სახვითი ხელოვანია. ის არასოდეს ემორჩილებოდა ერთ კონკრეტულ ჟანრს, მისი ფანტაზია და სამყაროს შეცნობის, მასთან ჭიდილის და მისი გამოწვევების გადალახვის სურვილი ბევრ სივრცეს და სფეროს იტევდა და იტევს: ფოტოგრაფიას, ვიდეოარტს, გრაფიკას, ინსტალაციას, პერფორმანსს და, რა თქმა უნდა, ენას. ენას, მისი ყველაზე მრავალფეროვანი და კომპლექსური გაგებით. კონკრეტული და ვიზუალური პოეზია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვით გამოხატვის საშუალებად იქცა ბოლო 7 წლის განმავლობაში ელზას შემოქმედებითი მუშაობის პროცესში. ამიტომ ეს ბუნებრივიცაა, რომ ელზას ტექსტებისთვის არა მხოლოდ შინაარსია გადამწყვეტი, არამედ ის ფორმა, რომელშიც ის არის მოწოდებული.
ეს „ ფარდა “ ძალიან მკაფიოს ხდის მისი სათქმელის პრობლემატიკას: ენა, რომელშიც სახლში ხარ, მაგრამ ეს სახლი აღარ არსებობს. სიტყვები, რომლებთა თანწყობა არასოდეს დგებოდა ეჭვქვეშ, როდესაც შენ ამ სახლში იყავი და რომელთა თანაარ სებობა, უცხო ქვეყანაში, უცხო ადგილას, ძალიან უცნაურ ასოციაცებს და კითხვებს ჰბადებს, თითქოს სიტყვათა მნიშვნელობამ დაკარგა შინაარსი და ენა ახლებურად უნდა შეაზავო, ახლებურად უნდა შეიცნო, რომ ის მთლიანად არ ჩამოირღვეს, როგორც დაბლანდული კაბა.
„ საგზალი “ ჩემთვის ერთგვარი მცდელობაა ყველა ამ რთულად გასაზიარებელი პროცესის გადმოცემის და ვიზუალიზაციის. იქ, სადაც სიტყვები მარცხდება, იქ ელზა სახვით ხერხებს მიმარ თავს, ცდილობს გრაფიკულად მიიტანოს მკითხველამდე თავისი სათქმელი, რომელიც არ ასვენებს, რომელთანაც ჭიდილში ატარებს დიდ დროს და რაც მთავარია, ამას ყველანაირი შიშის გადალახვით და დაძლევით აკეთებს: არ ეშინია მისი ემოციის შიშვლად გაზიარების. ის არ იზღვევს თავს, არ ემორჩილება არსებულ ლიტერატურულ მოცემულობებს, რითმის წესებს, პოეტურ კანონებს. ის ცდილობს რაღაც ახალი ფორმა მოუნახოს მის სათქმელს. თავის ტექსტებში აერთიანებს მრავალწლიან ბრძოლებს და ზემოთ ხსენებულ ჭიდილს, ამ გაორების, ამ დაკარგვის და ახლიდან პოვნის გამოძახილს. ის ცდილობს, ეს დამალული პროცესები ხილული გახადოს და ჩვენამდე მოიტანოს. ალბათ არ იქნება მცდარი, თუ ვიტყვი, რომ ელზა ექსპერიმენტს ატარებს საკუთარ თავზე, ისევე როგორც საკუთარ ენაზე.
„ საგზალი “ ძალიან შეუფარავად