მოქმედი პირები ესკალუსი, ვერონის მთავარი;
პარისი, ახალგაზრდა დიდგვაროვანი, მთავრის ნათესავი;
მონტეგი, კაპულეტი - ერთმანეთის მოქიშპე ოჯახების თავკაცები;
მოხუცი, კაპულეტის ნათესავი;
რომეო, მონტეგის ვაჟი;
მერკუციო, მთავრის ნათესავი და რომეოს მეგობარი;
ბენვოლიო, მონტეგის ძმისწული და რომეოს მეგობარი;
ტიბალტი, ქალბატონი კაპულეტის ძმისწული;
ლორენცო, ჯოვანი (დედანში ლორენსი და ჯონი (ისევე, როგორც პიტერი (და არა - პიეტრო) და სხვ.). იტალიურ თემაზე დაწერილ პიესებში შექსპირი ხშირად ხმარობს სახელების წმინდა ინგლისურ ფორმებს, რომლებიც მთარგმნელებს, ხშირ შემთხვევაში, იტალიურ ყაიდაზე გადმოაქვთ ხოლმე. საგულისხმოა, რომ, დედნის მიხედვით, გვარ „კაპულეტიში“ „ი“ ფუძისეული არაა (Capulet) „მონტეგი“ კი გამოითქმის, როგორც „მონტეგიუ“. ამიტომ გადავწყვიტე, „იტალიური“ ჟღერადობის მისაღებად, ეს გვარები ფუძისეულ „ი“-ზე დამებოლოებინა. სხვათა შორის, ფუძისეულ „ი“-ზე ბოლოვდება ისინი იტალიელი მწერლისა და ისტორიოგრაფის, ლუიჯი და პორტოს მიერ 1525 წელს დაწერილ ნაწარმოებში Historia novellamente ritrovata di due nobili amanti („ორი კეთილშობილი შეყვარებულის ახლადმოვლენილი ამბავი“), სადაც პირველად გამოჩნდა ლიტერატურაში რომეოსა და ჯულიეტას სახეები (Montecchi და Cappelletti)), ფრანცისკანელი ბერები;
ბალთაზარი, რომეოს მსახური;
სამსონი, გრეგორიო, კაპულეტის მსახურები;
პიეტრო, ჯულიეტას ძიძის მსახური;
აბრამი, მონტეგის მსახური;
აფთიაქარი;
სამი მუსიკოსი;
პარისის პაჟი, მეორე პაჟი, ბოქაული;
ქალბატონი მონტეგი, მონტეგის მეუღლე;
ქალბატონი კაპულეტი, კაპულეტის მეუღლე;
ჯულიეტა, კაპულეტის ქალიშვილი;
ჯულიეტას ძიძა;
ვერონის მოქალაქეები, ორივე ოჯახის ნათესავები, ნიღბიანები;
მცველები, გუშაგები, მსახურები, გუნდი.
მოქმედება - ვერონა და მანტუა.