1924
არ ვიცი, რომელი ჟორჟია არის კიდევ გარდა ამერიკისა. – სთქვა ევროპელმა მინისტრმა, რომელსაც მოახსენეს საქართველოს დაღუპვა (განვითარდეს).
გენიოსობა სიგიჟეა, მგრძნობიარობა გადაგვარების ნიშანია, ხოლო ნაჭარბევი ემოციალობა ნევროზის შედეგია.*
ჩემს ნაწერებში გამრავლდეს წვრილმანები: – მოძრაობა, ცხოველები და სხ.
ისევ სჯობია, რომ ერთ კუთხეში ცეცხლი და ერთი ტომარა თოფის წამალი გქონდეს, ვიდრე სახლში ორი დედაკაცი გყავდეს, რომელნიც ვერ რიგდებიან (არაბული).*
სპილომ კრუხი გაჭყლიტა. წიწილები მოაგროვა, ზედ დააჯდა და უთხრა: ნუ გეშინიათ, პატარებო, ეხლა მე გაგიწევთ დედობას.*
გაზაფხულზე გახურებული ხორცი ხორცისკენ მიიწევს და ადუღებული სისხლი სისხლს დაეძებს.*
რა სავსეა, რა ცალიერი ეს სოფელი!*
ჯვრიდან მოხსნილი ქრისტეს სახე.
1919 წლის მაისი – დენიკინის იერიში.
ზაფხულში ბარათოვის დაჭრა.*
სტამბოლში უშვილო კვაჭიმ კაცი მოკლა, ჩამოიტანა. ქალებს აორსულებს – ექიმს შეუთანხმდა და დამარხა, სიტყვა უთხრა.*
კვაჭი ბათომში ჩავიდა. თითქო დააპატიმრეს. თავი სამხ. მინისტრად გაასაღა.*
კვაჭის დაემატოს, როცა იცნეს ივანი საქონელი შესთავაზეს და არწმუნებდნენ კომუნიზმი საუკეთესო წესიაო.*
1. გიორგი შალვაშვილი
2. ივანე ბერიკაციშვილი
3. ლეონიდე მანჯგალაძე
4. ნიკო ციცაგი
5. ზაქარია გალუსტოვი
იაკობ ბოსტოღანაშვილი ს. წერაქვში ქალად იქცევა.
უნდა ვიშოვო რემი დე გურმონის თხზულებანი და გიუსმანსი.
ვიყიდო ფრეიდის ფსიხოსექსუალობა.
დიდი მოურავი ან. ფურცელაძე
„ “ იოსებ ტფილელისა
არჩილიანი
პარიზის ქრონიკა
ქართლის ცხოვრება
კარის გარიგება (უნივერს-ში) თაყაიშვილისა.
პლატონ Иоселиани, Жизнь великого моурава.
ქვარიანი გ. სააკაძე
ჭიჭინაძე „ “
ან. ფურცელაძე – პიესა
შანშიაშვილისა – უგვირ. მეფენი.
ვ. არ. გლეხური სახელების სია იხ. „ნიამორებში“ 8. გრ. რობაქიძის წერილში.
კვაჭიმ უთხრა კომ-სტს: მე დიდი ხანია კომ. ვარ, ციხეში ვიჯექი და სხ.
ხუხუნაიშვილის ისტორია მოვიკითხო „მწყემსში“ კვაჭისთვის.*
თავის დროზე ჯაყომ ეკლესია დააკეტვინა. მერე როცა ქორწილი დასჭირდა, ისევ გააღებინა.*
ნაცარქექია შემოდის ქალაქში და კითხულობს: ივანე სადა სცხოვრობს? აი ჩვენებიანთ ივანე. ჰპატიჟობენ. სვამს, ფულს არ იხდის. ივანეს ეუბნება: თევზს დაგიჭერ. ვინადირებ. გოდრებს მოგიქსოვ. ცხვარს მოგიძოვებ.
კერძო საკუთრება არა სწამს. რაც დასჭირდება, აიღებს. ნაც.
ნაც. ნაცარქექია, ჩიტირეკია, გააჭენე, ბედოვლათი, ჩანჩურა, ქარაფშუტა, ქარაქუცა, აგანგალა, აყლაყუდა, ცანგალა, პამპულა.
თეიმურაზი სჩივის რწმენის დაკარგვას.*
„სამი სიც.“ ის და ხალხი ერთმანეთში ჩაიღვარნენ, გაითქვიფნენ და შედუღდნენ სიყვარულის დუღაბით.*
უკბილო, ქაჩალი და ბრუტიანი ისტორიის ნაფურთხი იყო. კვაჭი. პეტერბურგმა მალე დაივიწყა იგი.*
ცხოვრება წმ. ქრისტეფორესი (3 სიცოც).
ძაღლთაპირი (ცხენთაპირი).
ნაც. ნაცარქექია დათვივით შემოვარდა ქალაქში და ყველას ეკითხებოდა: „ბიძაჩემი პეტრე ხომ არ იცი სად ცხოვრობს? აი, ოყრაყას რომ ეძახიან. ვინ პეტრე? – მსახურობს: რას აკეთებს? – სწერს. პოეტს წააწყდება, რომელიც წაიყვანს. მათი დიალოგი ასე იწყება: „ძმაო ხ... სული მეწვის, მითხარი რამე“... და ატირდება. „ერთი წიგნი მამე და ქურქი დაიგირავე“.
– ნიშანი? – ნეკზე მეჭეჭი აქვს. შავგვრემანია, შარშანაც იყო თიანეთში. აი ჩვენებიანთ თედოს ქალი ჰყავს ცოლად.
არ ეძინება: – მთვარე მაწუხებს, ლექსებს სწერს.
დღე და ღამ სწავლობს. უცნობებსაც რვეულებს აჩვენებს და სთხოვს: – აბა მკითხე ანგარიში... გეოგრაფია.
მოთხრობის თემა: ფრანგი მინისტრი ან დიდი მოხელე, რომელსაც მინდობილი აქვს საქ-ოს საქმე, ამბობს: „ჟორჟია? ჰო, მახსოვს. ორიანას მუზეუმში ვნახე მათი დაბადება. ამერიკაშია, არა?“
ჯაყოს ეგონა, ვითომ ჩურჩულებდა, ნამდვილად ყვიროდა.
ერთის სადარბაზო ბარათზე ეწერა: ძმისწული თავად ბაგრატიონისა.
შიშს, მორიდებას, ზრდილობას გადაალაჯა.
ერთი ქართველის თავი უნდა მოეკვეთნათ. უკანასკნელი სათხოვარი ჰკითხეს. მოითხოვა წვერის გაპარსვა, აბანო, საცვალი, ყალიონი. უკანასკნელ სათქმელს მერე ვიტყვიო. ბოლოს იგი სთქვა: „საქ. გაუმარჯოს“ და თავი ჯალათს გაუშვირა.*
ნაც. ნაცარქექიას ხმები ესმის და ელანდება. ისე ჰგავს 18-60 წლის კაცს, რადგან იგი არ დამჭკნარა, ვინაიდან არც ოდესმე გაფურჩქნულა. მას მეტად მცირე ხორცი და თმა აქვს.
სახელი საფრანგეთი (ფრანგი) და ინგლისი გაჩნდა მე ხვ ს. საქართველო, ქართველი (გაერთიანებული) მე ხი ს. და [ ].
მოთხრობა „ღილი“. ქმარი და ცოლი სტუმრად იყვნენ. ქმარი ბნელ ოთახში შევიდა და წააწყდა მძუვნობას. როცა ორივენი გავიდნენ, ტახტზე ღილი იპოვნა. იმ ღილით ეძება და იპოვნა. მისი ცოლი აღმოჩნდა.
ჯაყო. ხ ისე იყო ასხმული, თითქოს მისი ნაწილები ცულით იყო გათლილი და მერე წებოთი და ბურღებით შეკოწიწებული.
როგორა ხარ კვაჭი? ძაღლურად.*
კვაჭიმ ადრევე შეუთვალა ჟორდანიას ორიენტაციის შესახებ.*
სიყვარულის დახასიათება იხილე „эхо“, გვ. 167, 168.
ვ. არ. პირი უგავდა მწიფე ბროწეულის ნახეჩს, მკერდი – ერთ ბუდეში ჩამსხდარ ორ მტრედს,