# 1 1924 # 1
* არ ვიცი, რომელი ჟორჟია არის კიდევ გარდა ამერიკისა. - სთქვა ევროპელმა მინისტრმა, რომელსაც მოახსენეს საქართველოს დაღუპვა (განვითარდეს).
* გენიოსობა სიგიჟეა, მგრძნობიარობა გადაგვარების ნიშანია, ხოლო ნაჭარბევი ემოციალობა ნევროზის შედეგია.*
* ჩემს ნაწერებში გამრავლდეს წვრილმანები: - მოძრაობა, ცხოველები და სხ.
* ისევ სჯობია, რომ ერთ კუთხეში ცეცხლი და ერთი ტომარა თოფის წამალი გქონდეს, ვიდრე სახლში ორი დედაკაცი გყავდეს, რომელნიც ვერ რიგდებიან (არაბული).*
* სპილომ კრუხი გაჭყლიტა. წიწილები მოაგროვა, ზედ დააჯდა და უთხრა: ნუ გეშინიათ, პატარებო, ეხლა მე გაგიწევთ დედობას.*
* გაზაფხულზე გახურებული ხორცი ხორცისკენ მიიწევს და ადუ ღებული სისხლი სისხლს დაეძებს.*
* რა სავსეა, რა ცალიერი ეს სოფელი!*
* ჯვრიდან მოხსნილი ქრისტეს სახე.
* 1919 წლის მაისი - დენიკინის იერიში.
* ზაფხულში ბარათოვის დაჭრა.*
* სტამბოლში უშვილო კვაჭიმ კაცი მოკლა, ჩამოიტანა. ქალებს აორსულებს - ექიმს შეუთანხმდა და დამარხა, სიტყვა უთხრა.*
* კვაჭი ბათომში ჩავიდა. თითქო დააპატიმრეს. თავი სამხ. მი ნისტრად გაასაღა.*
* კვაჭის დაემატოს, როცა იცნეს ივანი საქონელი შესთავაზეს და არწმუნებდნენ კომუნიზმი საუკეთესო წესიაო.*
1. გიორგი შალვაშვილი
2. ივანე ბერიკაციშვილი
3. ლეონიდე მანჯგალაძე
4. ნიკო ციცაგი
5. ზაქარია გალუსტოვი
* იაკობ ბოსტოღანაშვილი ს. წერაქვში ქალად იქცევა. უნდა ვიშოვო რემი დე გურმონის თხზულებანი და გიუსმანსი.
* ვიყიდო ფრეიდის ფსიხოსექსუალობა.
* დიდი მოურავი ან. ფურცელაძე" " იოსებ ტფილელისა არჩილიანი პარიზის ქრონიკა ქართლის ცხოვრება კარის გარიგება (უნივერსში) თაყაიშვილისა.
* პლატონ Иоселиани, Жизнь великого моурава.
* ქვარიანი გ. სააკაძე ჭიჭინაძე " ან. ფურცელაძე - პიესა შანშიაშვილისა - უგვირ. მეფენი.
* V. არ. გლეხური სახელების სია იხ. "ნიამორებში" 8. გრ. რო ბაქიძის წერილში.
* კვაჭიმ უთხრა კომსტს: მე დიდი ხანია კომ. ვარ, ციხეში ვი ჯექი და სხ.
* ხუხუნაიშვილის ისტორია მოვიკითხო "მწყემსში" კვაჭისთვის.*
* თავის დროზე ჯაყომ ეკლესია დააკეტვინა. მერე როცა ქორ წილი დასჭირდა, ისევ გააღებინა.*
* ნაცარქექია შემოდის ქალაქში და კითხულობს: ივანე სადა სცხოვრობს? აი ჩვენებიანთ ივანე. ჰპატიჟობენ. სვამს, ფულს არ იხდის. ივანეს ეუბნება: თევზს დაგიჭერ. ვინადირებ. გოდრებს მო გიქსოვ. ცხვარს მოგიძოვებ.
* კერძო საკუთრება არა სწამს. რაც დასჭირდება, აიღებს. ნაც.
* "ნაც." ნაცარქექია, ჩიტირეკია, გააჭენე, ბედოვლათი, ჩანჩურა, ქარაფშუტა, ქარაქუცა, აგანგალა, აყლაყუდა, ცანგალა, პამპულა.
* თეიმურაზი სჩივის რწმენის დაკარგვას.*
* "სამი სიც." ის და ხალხი ერთმანეთში ჩაიღვარნენ, გაითქვიფნენ და შედუღდნენ სიყვარულის დუღაბით.*
* ცხოვრება წმ. ქრისტეფორესი (3 სიცოც).
* უკბილო, ქაჩალი და ბრუტიანი ისტორიის ნაფურთხი იყო. კვაჭი. პეტერბურგმა მალე დაივიწყა იგი.*
* ძაღლთაპირი (ცხენთაპირი).
* "ნაც." ნაცარქექია დათვივით შემოვარდა ქალაქში და ყვე ლას ეკითხებოდა: "ბიძაჩემი პეტრე ხომ არ იცი სად ცხოვრობს? აი, ოყრაყას რომ ეძახიან. ვინ პეტრე? - მსახურობს: რას აკეთებს? - სწერს. პოეტს წააწყდება, რომელიც წაიყვანს. მათი დიალოგი ასე იწ ყება: "ძმაო X... სული მეწვის, მითხარი რამე"... და ატირდება. "ერთი წიგნი მამე და ქურქი დაიგირავე".
- ნიშანი? - ნეკზე მეჭეჭი აქვს. შავგვრემანია, შარშანაც იყო თიანეთში. აი ჩვენებიანთ თედოს ქალი ჰყავს ცოლად.
* არ ეძინება: - მთვარე მაწუხებს, ლექსებს სწერს.