გათენდა ცხრაას ორმოცდაექვსი
გათენდა ცხრაას ორმოცდაექვსი,
ახალი წელი. ახალი წუთი.
დავათარიღე ახალი ლექსი
შეცდომით: წელი ორმოცდახუთი.
ეს ინერცია როდია მხოლოდ:
ჯერ არნახული ამბების მთქმელი,
მატიანეში შევა სიმბოლოდ
ზღვასავით, რისხვით მქუხარე წელი.
[1946 წლის 1 იანვარი]