ვიდრე ფარდა გაიხსნება ისმის მუსიკა, მუსიკის ფონზე მეზღაპრე იწყებს მოყოლას:
მეზღაპრე: იყო და არა იყო რა ( ფარდა ნელნელა იხსნება. სცენაზე
ჩნდებიან სიცივისაგან, შიმშილისაგან და სიბნელიასაგან
შეწუხებული და ატირებული ადამიანები)
-იყო ერთი ქალაქი. ის ქალაქი ბოროტ დევს დაეპყრო და
მოეჯადოვებინა. იქ გამუდმებით ციოდა, ბნელოდა....
ირგვლივ მხოლოდ შიმშილი, ტირილი და გოდება
გამეფებულიყო. დღითი–დღე იცლებოდა ქალაქი, -დღითი–დღე
ცარიელდებოდა. დევი კი ამ ყველაფერს არად აგდებდა.უფრო მეტიც, მხიარულადაც კი ღიღინებდა:
(შემოდის დევი, მდიდრულად შემოსილი და ამაყი, თათავისი მლიქვნელი მსახურებით გარემოცული. ირგვლივ მედიდურად მიმოიხედავს და ხმამაღლა იღრიალებს:)
დევი: ჰააა!!! მუხლებზე ყველა! ხომ არ დაგავიწყდათ ვინ ვარ მე!
დევის სიმღერა:
მე ვარ დევი ამ ქალაქის მპყრობელი,
ჩემს ხელშია მისი ყველა კვანძი,
მისი ტყე და მისი წყლებიც ჩემია,
მე მეკუთვნის ამ ქალაქის განძი.
მისამღერი: აბა ვინმემ აიმაღლოს ხმა, { 2-ჯერ
აბა ვინმემ შემიშალოს ხელი.
ურჩევნია ამის გაფიქრებაზეც,
თავის ხელით გამოიჭრას ყელი.
მე ვარ დევი ამ ქალაქის ბატონი,
ერთადერთი ხელმწიფე და პატრონი,
და ჩემს მეტი აქ თითს ვერვინ გაანძრევს,
ნემსის ყუნწში ძაფსაც კი ვერ გააძვრენს!
მისამღერი: აბა ვინმემ აიმაღლოს ხმა, { 2-ჯერ
აბა ვინმემ შემიშალოს ხელი.
ურჩევნია ამის გაფიქრებაზეც,
თავის ხელით გამოიჭრას ყელი.
(გულზე მჯიღს იცემს და ხარხარებს.)
მეზღაპრე: ხალხი კი გულმოკლული ქვითინებდა.
მღერის მოხუცი: რა შევცოდეთ ამისთანა, რა შევცოდეთ,
ვინ დაგვწყევლა, ვინ დაგვწყევლა ნეტავ?
ნუთუ აღარ უნდა დადგეს ნათელი,
ნუთუ აღარ უნდ ადაგეს მეტად.
(მღერის მოხუცი დედაბერი, რომელიც ჭიდან წყალს იღებს, თან გოდებს:)
ნუთუ აღარ უნდა გამოიზამთროს,
ან გაზაფხულს ვერ ვიხილავთ კვლავ,
მზის სხივები ნუთუ აღარ გაგვათბობს,
ამ ‘ტირანის’ ხელი რატომ გვკლავს.
მისამღერი: (მღერის მთელი ქალაქი)
ღმერთო გამოგვიგზავნე
შენი მხსნელი მარჯვენა,
ღმერთო გვიწყალობე ჩვენ
სიცოცხლე გადარჩენა,
ღმერთო გამოგვიგზავნე
შენი მადლით ჩვენ შველა
ღმერთო შეგვიწყალე ჩვენ,
შეგვიწყალე ჩვენ ყველა.
ნუთუ ერთხელ კიდევ აღარ გაგვათბობ,
და ჩვენ პირში წყევლა აღარ გაქრება,
ნუთუ ერთხელ მაინ ცარ დაგვაპურებ,
ჩვენს გულშიაც ნაღველი არ გაქრება.
მეზღაპრე: აი ასეთი დღეები იდგა ამ ქალაქში, აუტანელი და
გაუსაძლისი. საცოდავ ხალხს ტირილის თავიც კი აღარ
ჰქონდა. Dდევი კი შემოიკრებდა თავის ქვეშევრდომებს და
გულისამრევად ეტრაბახებოდა.
(დევი ეძახის თავის ქვეშემდომებს)
დევი: ჰეი, ჭინკუკაა! ჭინკუკა მეთქი, მოდი აქ დროზე.
ჭინკუკა: აქა ვარ თქვენო მოწყალებავ, აქა ვარ! ( თავპირის მტვრევით
გამორბის)
დევი: ჭინკუკა, თუ იცი მზე რატომ არ ანათებს ჩემს ქალაქს?
ჭინკუკა: (დაბნეულია) არ ვიცი ჩემო მბრძანებელო; ალბათ იმიტომ
რომ ( თავისთვის ჩაიბურტყუნებს:) რა ვუპასუხო ახლა ამ
უპატრონოს, (მერე ისევ აგრძელებს) ალბათ იმიტომ რომ...
დევი: (აგრძელებს პასუხს): იმიტომ რომ ჩემი შუქით და-ვაბ-ნე-
ლეეე!