და არ მოფრინდა
დრაკონი მათთან სამი ახალგაზრდა ქალი შემთხვევით აღმოჩნდება უცნობ
კაცთან, გალოთებულ, კრიზისში მყოფ მწერალ-
თან, რომელსაც წლების წინ ქალიშვილი გარდაეცვალა,
ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის გამო. ის მას დედის
გარეშე ზრდიდა. გოგონა კონსერვატორიაში სწავლობდა.
ისინი ერთად უსმენდნენ კლასიკურ მუსიკას,
თამაშობდნენ კარტს, სეირნობდნენ ზღვის სანაპიროზე.
მოკლედ, მისთვის შვილი ყველაფერი იყო - მთელი
სამყარო.
სამივე სტუმარს ბავშვობაში სრულიად განსხვავებული
და უჩვეულო სტრესი აქვს გადატანილი. სამივეს ავადმყოფური
დამოკიდებულება აქვს მამის მიმართ. სამივე
მამას ხედავს იმ კაცში, ვის ჭერქვეშაც აღმოჩნდნენ.
მასპინძელი კი, თავის მხრივ, სამივე სტუმარში თავისი
გოგონას თვისებებს აღმოაჩენს. ოთახში სიტუაცია იძაბება
და „გამოდის კონტროლიდან“. მას კიდევ ერთი, მოულოდნელი
სტუმრის ვიზიტი ასრულებს.