უილიამ შექსპირის სონეტთაგან საქართველოში ყველაზე გავრცელებულია სამოცდამეექვსე სონეტი, ცნობილი ფილმის, – „მონანიება“ – პერსონაჟის დეკლამაციისა და უფრო კი იმის გამო, რომ სონეტის შინაარსი საქართველოში ოდინდელ და დღესაც არსებულ ვითარებას ეხმაურება.
საგულისხმოა, რომ ეს სონეტი თემატურადაც, სულისკვეთებითაც და განწყობილებითაც ძალიან წააგავს ფრაგმენტს შექსპირისავე ტრაგედიიდან „ჰამლეტი“ – ჰამლეტის ცნობილ მონოლოგს „ყოფნა-არყოფნა“.
1998-99 წლებში გორის სალიტერატურო ჟურნალ „კლდეკარში“ რედაქტორისა და გამომცემლის, გამოჩენილი მწერლის ოთარ ჩხეიძის ინიციატივითა და შთაგონებით დაიბეჭდა LXVI სონეტის ძველი და ახალი თარგმანები, რასაც ახალ ათასწლეულში რამდენიმე თარგმანი შეემატა.
მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება, გაეცნოს შექსპირის შედევრის თერთმეტ ქართულ ვერსიას და ერთხელ კიდევ განიცადოს ის, რაც ოთხასი წლის წინათ და დღესაც ერთნაირად თანამედროვე და აქტუალურია.