#1 - 1924 ■
არ ვიცი, რომელი ჟორჟია არის კიდევ გარდა ამერიკისა. – სთქვა ევროპელმა მინისტრმა, რომელსაც მოახსენეს საქართველოს დაღუპვა (განვითარდეს).
■
გენიოსობა სიგიჟეა, მგრძნობიარობა გადაგვარების ნიშანია, ხოლო ნაჭარბევი ემოციალობა ნევროზის შედეგია.*
■
ჩემს ნაწერებში გამრავლდეს წვრილმანები: – მოძრაობა, ცხოველები და სხ.
■
ისევ სჯობია, რომ ერთ კუთხეში ცეცხლი და ერთი ტომარა თოფის წამალი გქონდეს, ვიდრე სახლში ორი დედაკაცი გყავდეს, რომელნიც ვერ რიგდებიან (არაბული).*
■
სპილომ კრუხი გაჭყლიტა. წიწილები მოაგროვა, ზედ დააჯდა და უთხრა: ნუ გეშინიათ, პატარებო, ეხლა მე გაგიწევთ დედობას.*
■
გაზაფხულზე გახურებული ხორცი ხორცისკენ მიიწევს და ადუღებული სისხლი სისხლს დაეძებს.*
■
რა სავსეა, რა ცალიერი ეს სოფელი!*
■
ჯვრიდან მოხსნილი ქრისტეს სახე.
■
1919 წლის მაისი – დენიკინის იერიში.
■
ზაფხულში ბარათოვის დაჭრა.*
■
სტამბოლში უშვილო კვაჭიმ კაცი მოკლა, ჩამოიტანა. ქალებს აორსულებს – ექიმს შეუთანხმდა და დამარხა, სიტყვა უთხრა.*
■
კვაჭი ბათომში ჩავიდა. თითქო დააპატიმრეს. თავი სამხ. მინისტრად გაასაღა.*
■
კვაჭის დაემატოს, როცა იცნეს ივანი საქონელი შესთავაზეს და არწმუნებდნენ კომუნიზმი საუკეთესო წესიაო.*
■
1. გიორგი შალვაშვილი
2. ივანე ბერიკაციშვილი
3. ლეონიდე მანჯგალაძე
4. ნიკო ციცაგი
5. ზაქარია გალუსტოვი
■
იაკობ ბოსტოღანაშვილი ს. წერაქვში ქალად იქცევა.
უნდა ვიშოვო რემი დე გურმონის თხზულებანი და გიუსმანსი.
■
ვიყიდო ფრეიდის ფსიხოსექსუალობა.
■
დიდი მოურავი ან. ფურცელაძე
„ “ იოსებ ტფილელისა
არჩილიანი
პარიზის ქრონიკა
ქართლის ცხოვრება
კარის გარიგება (უნივერს-ში) თაყაიშვილისა.
■
პლატონ Иоселиани, Жизнь великого моурава.
■
ქვარიანი გ. სააკაძე
ჭიჭინაძე „ “
ან. ფურცელაძე – პიესა
შანშიაშვილისა – უგვირ. მეფენი.
■
V. არ. გლეხური სახელების სია იხ. „ნიამორებში“ 8. გრ. რობაქიძის წერილში.
■
კვაჭიმ უთხრა კომ-სტს: მე დიდი ხანია კომ. ვარ, ციხეში ვიჯექი და სხ.
■
ხუხუნაიშვილის ისტორია მოვიკითხო „მწყემსში“ კვაჭისთვის.*
■
თავის დროზე ჯაყომ ეკლესია დააკეტვინა. მერე როცა ქორწილი დასჭირდა, ისევ გააღებინა.*
■
ნაცარქექია შემოდის ქალაქში და კითხულობს: ივანე სადა სცხოვრობს? აი ჩვენებიანთ ივანე. ჰპატიჟობენ. სვამს, ფულს არ იხდის. ივანეს ეუბნება: თევზს დაგიჭერ. ვინადირებ. გოდრებს მოგიქსოვ. ცხვარს მოგიძოვებ.
■
კერძო საკუთრება არა სწამს. რაც დასჭირდება, აიღებს. ნაც.
■
„ნაც.“ ნაცარქექია, ჩიტირეკია, გააჭენე, ბედოვლათი, ჩანჩურა, ქარაფშუტა, ქარაქუცა, აგანგალა, აყლაყუდა, ცანგალა, პამპულა.
■
თეიმურაზი სჩივის რწმენის დაკარგვას.*
■
„სამი სიც.“ ის და ხალხი ერთმანეთში ჩაიღვარნენ, გაითქვიფნენ და შედუღდნენ სიყვარულის დუღაბით.*
■
ცხოვრება წმ. ქრისტეფორესი (3 სიცოც).
■
უკბილო, ქაჩალი და ბრუტიანი ისტორიის ნაფურთხი იყო. კვაჭი. პეტერბურგმა მალე დაივიწყა იგი.*
■
ძაღლთაპირი (ცხენთაპირი).
■
„ნაც.“ ნაცარქექია დათვივით შემოვარდა ქალაქში და ყველას ეკითხებოდა: „ბიძაჩემი პეტრე ხომ არ იცი სად ცხოვრობს? აი, ოყრაყას რომ ეძახიან. ვინ პეტრე? – მსახურობს: რას აკეთებს? – სწერს. პოეტს წააწყდება, რომელიც წაიყვანს. მათი დიალოგი ასე იწყება: „ძმაო X... სული მეწვის, მითხარი რამე“... და ატირდება. „ერთი წიგნი მამე და ქურქი დაიგირავე“.
– ნიშანი? – ნეკზე მეჭეჭი აქვს. შავგვრემანია, შარშანაც იყო თიანეთში. აი ჩვენებიანთ თედოს ქალი ჰყავს ცოლად.
■
არ ეძინება: – მთვარე მაწუხებს, ლექსებს სწერს.
■
დღე და ღამ სწავლობს. უცნობებსაც რვეულებს აჩვენებს და სთხოვს: – აბა მკითხე ანგარიში... გეოგრაფია.
■
მოთხრობის თემა: ფრანგი მინისტრი ან დიდი მოხელე, რომელსაც მინდობილი აქვს საქ-ოს საქმე, ამბობს: „ჟორჟია? ჰო, მახსოვს. ორიანას მუზეუმში ვნახე მათი დაბადება. ამერიკაშია, არა?“
■
ჯაყოს ეგონა, ვითომ ჩურჩულებდა, ნამდვილად ყვიროდა.
■
ერთის სადარბაზო ბარათზე ეწერა: ძმისწული თავად ბაგრატიონისა.
■
შიშს, მორიდებას, ზრდილობას გადაალაჯა.
■
ერთი ქართველის თავი უნდა მოეკვეთნათ. უკანასკნელი სათხოვარი ჰკითხეს. მოითხოვა წვერის გაპარსვა, აბანო, საცვალი, ყალიონი. უკანასკნელ სათქმელს მერე ვიტყვიო. ბოლოს იგი სთქვა: „საქ. გაუმარჯოს“ და თავი ჯალათს გაუშვირა.*
■
„ნაც.“ ნაცარქექიას ხმები ესმის და ელანდება. ისე ჰგავს 18-60 წლის კაცს, რადგან იგი არ დამჭკნარა, ვინაიდან არც ოდესმე გაფურჩქნულა. მას მეტად მცირე ხორცი და თმა აქვს.
■
სახელი საფრანგეთი (ფრანგი) და ინგლისი გაჩნდა მე XV ს. საქართველო, ქართველი (გაერთიანებული) მე XI ს. და [ ].
■
მოთხრობა „ღილი“. ქმარი და ცოლი სტუმრად იყვნენ. ქმარი ბნელ ოთახში შევიდა და წააწყდა მძუვნობას. როცა ორივენი გავიდნენ, ტახტზე ღილი იპოვნა. იმ ღილით ეძება და იპოვნა. მისი ცოლი აღმოჩნდა.
■
„ჯაყო.“ X ისე იყო ასხმული, თითქოს