ჩვენ შეშლილები დაბადებიდან
დღეს საქართველო თენდება თოვლში,
და მთაწმინდაც კი სითეთრეს ბედავს,
რადგან მიწიერს ყველაფერს მოვრჩი,
მეც ხომ არ მოვწყდე ფიფქებად ზეცას.
ან იქნებ თოვლში მოვიკლა თავი
რადან მიწიერს ყველაფერს მოვრჩი,
იქნებ დავეცე მოუმართავი
და შეშლილივით ვიცინო თოვლში.
ან ვინ დამიშლის ასეთ დროს სიცილს,
ან ვინ დამიშლის, სანახავია
ალბათ სულ ყველამ, სულ ყველამ იცის
რომ შევიშალე კარგახანია.
ამაღამ ღრუბლის ნაჭრები მოთოვს,
ანგელოზები მოთოვს გადაღმა,
ამაღამ უფლის მანტიაც მოთოვს,
და მხოლოდ ჩვენთვის,.. მხოლოდ ამაღამ.
გავალ და თოვლში კიდევ ვიცინებ,
რომ სუიციდის დავტოვო მახე,
სიცოცხლის თვალებს ავაციმციმებ,
და თოვლისფერი მექნება სახე.
რად გვიღირს წამი, ან დაბერებად
როს ბედთან ასე, ჩვენ ჩაცინებით
ფურცლად და კალმად, ქანდაკებებად
ჰაბიტუსებად გავიყინებით.
გვტკივა და გვიჭირს, ვფასობთ და ვღირვართ,
ვცხოვრობთ და ვკვდებით ციდან!!! ცებიდან!!!
ვსუნთქავთ და ვბორგავთ სულ სხვანაირად
ჩვენ შეშლილები დაბადებიდან.
თეთრ ბაირაღებს დავიჭერთ რადგან
ვლოცოთ სიცოცხლე და დაბადება
და ვაფრიალებთ იქამდე სანამ
თვითონ ჩვენი არ დაგვივარდება.
ჩვენ ვკვდებით,.. ვკვდებით და ვკვდებით რადგან,
სიკვდილს დიდება მოყვება ნისლად,
რადგან პოეტებს სიცოცხლის მერე
შეგვაფასებენ სიცოცხლის ღირსად.
მე უკეთ ვხედავ შემდგარ სამყაროს,
ან რაც კი მასში უკეთესია
თუ ეს სიგიჟე ძალმიძს დავმალო,
მაშინ არ ძალმიძს თვით პოეზია.
ხორცით გიჟებო!!! ნუ დაზარდებით,
სულით გიჟებო!!! ამოდენ ომში,
ჩვენ საქრთველოს შევუყვარდებით.
სანამ გიჟებად დავრბივართ თოვლში,
.,.,.,.,.,.,.,.,., .,.,.,.,.,.,., ,.,.,.,.,.,., .,.,.,.,.,.,.
მრავალჯერ, საქართველო ითენებს თოვლში,
მრავალჯერ, მთაწმინდა ითენებს თოვლში,
მრავალჯერ თბილისი ითენებს თოვლში
რადგან პოეტებს გვათოვს და გვათოვს. . .