იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
ბიოგრაფია
/
კობი ბრაიანტი
კობი ბრაიანტი
ვაჟა სიმონიშვილი
2020 წელი |
არტანუჯი
ბიოგრაფია
5,663
ნახვა
5
(0 რეცენზია /6 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ზაზა ფაჩულია: „16 სეზონის განმავლობაში მიწევდა კობი ბრაიანტის წინააღმდეგ თამაში. ბოლო წლებში მასთან პირადად მქონდა ურთიერთობა. 2015 წელს, როდესაც მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თამაშის შემდეგ რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ. მთელი ცხოვრება ვნატრულობდი, რომ მისთვის მადლობა მეთქვა. მადლობა იმისთვის, რომ კალათბურთი ასე შემაყვარა, მეც და ძალიან ბევრ ადამიანს. ის იყო ყველაზე ძლიერი კალათბურთელი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. ერთ-ერთი არა – ყველაზე ძლიერი იყო. მოედნის გარეთაც დიდი ადამიანი გახლდათ. კალათბურთელის გარდა კობი ბრაიანტი იყო მამა, მეუღლე, შვილი, მეგობარი. მას მერე, რაც კარიერა დაასრულა, თავის ოჯახთან იღებდა სიამოვნებას. დიდი სპორტი დიდ მსხვერპლს მოითხოვს: საკუთარ თავზე ხანგრძლივი მუშაობა გიწევს, არის თვეები, როცა უახლოეს ადამიანებს ვერ ხვდები, მხოლოდ ვარჯიშებსა და თამაშებზე ხარ გადართული. კობიმ ოჯახისთვის ბოლო წლებში მოიცალა, მაგრამ..." სწორედ 21-ე საუკუნის საუკეთესო კალათბურთელის ოჯახთან ურთიერთობას, თავდაუზოგავ შრომას, საოცარ მიღწევებს ეძღვნება თან საკითხავი „კობი ბრაიანტი, 81 ამბავი". თუ უკვე წაიკითხეთ, იოლად მიხვდებით, რატომ შევარჩიეთ მაინცდამაინც 81 ამბავი, თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, უკეთესი – სიამოვნება წინაა... შეადგინა ვაჟა სიმონიშვილმა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
ლიონელ ანდრეს "...
ვაჟა სიმონიშვილი
7.5
ყიდვა
კობი ბრაიანტი
ვაჟა სიმონიშვილი
5
ყიდვა
ქრონიკები
ბობ დილანი
4.5
ყიდვა
სტივ ჯობსი - სხ...
კარენ ბლუმენტალი
5
ყიდვა
პაგანინი
მარია ტიბალტი-კეზა
3
ყიდვა
დოქტორ მარტინ ლ...
ჰაინრიხ ფაუსელი
3.5
ყიდვა
დოქტორ მარტინ ლ...
ჰაინრიხ ფაუსელი
3.5
ყიდვა
მილიონ პატარ - ...
ჯეიმზ ფრეი
5
ყიდვა
ორი მაესტრო
ნინო ჩხიკვიშვილი
3
ყიდვა
სოკრატე
ირაკლი ქასრაშვილი
3.5
ყიდვა
მუჰამედის ცხოვრ...
გიორგი ლობჟანიძე
7
ყიდვა
ფრიდრიხ ჰიოლდერ...
ნაირა გელაშვილი
5
ყიდვა
მე ვარ დიეგო
დიეგო მარადონა
4.5
ყიდვა
პროზა ტომი I
ვაჟა - ფშაველა
4
ყიდვა
მარკ ცუკერბერგი...
ანთოლოგია *
3
ყიდვა
ჯეფ ბეზოსი. Ama...
ანთოლოგია *
3
ყიდვა
სტივ ჯობსი. App...
ანთოლოგია *
3
ყიდვა
ბილ გეიტსი. Mic...
ანთოლოგია *
3
ყიდვა
პროზა ტომი III
იოსებ გრიშაშვილი
4
ყიდვა
მერლინ მონრო
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ბერნარ არნო. LV...
ანთოლოგია *
3
ყიდვა
უოლტ დისნეი. Di...
ანთოლოგია *
3
ყიდვა
კოკო შანელი. Ch...
ანთოლოგია *
3
ყიდვა
ჰენრი ფორდი. Fo...
ანთოლოგია *
3
ყიდვა
ლარი პეიჯი. Goo...
ანთოლოგია *
3
ყიდვა
რუპერტ მერდოკი....
ანთოლოგია *
3
ყიდვა
ანტიბიოგრაფია
გოგი ლორთქიფანიძე
1.5
ყიდვა
ანტიბიოგრაფია
გოგი ლორთქიფანიძე
დრო, სუნთქვასავ...
ან ფილიპი
3
ყიდვა
ჯანქი
უილიამ ს. ბეროუზი
8.4
ყიდვა
ჯოზეფ ანტონი (მ...
სალმან რუშდი
16.25
ყიდვა
მოტოციკლისტის დ...
ერნესტო ჩე გევარა
6.45
ყიდვა
მთავარია, მსახი...
მერაბ ნინიძე, მარიკა ბაკურაძე
6
ყიდვა
მე და ჩემი წილი...
მანანა ამირეჯიბი
4
ყიდვა
დროის ხმაური
ჯულიან ბარნსი
8.4
ყიდვა
ლიტერატურული წყ...
ანთოლოგია *
1.99
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ზაზა ფაჩულია: „16 სეზონის განმავლობაში მიწევდა კობი ბრაიანტის წინააღმდეგ თამაში. ბოლო წლებში მასთან პირადად მქონდა ურთიერთობა. 2015 წელს, როდესაც მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თამაშის შემდეგ რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ. მთელი ცხოვრება ვნატრულობდი, რომ მისთვის მადლობა მეთქვა. მადლობა იმისთვის, რომ კალათბურთი ასე შემაყვარა, მეც და ძალიან ბევრ ადამიანს. ის იყო ყველაზე ძლიერი კალათბურთელი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. ერთ-ერთი არა – ყველაზე ძლიერი იყო. მოედნის გარეთაც დიდი ადამიანი გახლდათ. კალათბურთელის გარდა კობი ბრაიანტი იყო მამა, მეუღლე, შვილი, მეგობარი. მას მერე, რაც კარიერა დაასრულა, თავის ოჯახთან იღებდა სიამოვნებას. დიდი სპორტი დიდ მსხვერპლს მოითხოვს: საკუთარ თავზე ხანგრძლივი მუშაობა გიწევს, არის თვეები, როცა უახლოეს ადამიანებს ვერ ხვდები, მხოლოდ ვარჯიშებსა და თამაშებზე ხარ გადართული. კობიმ ოჯახისთვის ბოლო წლებში მოიცალა, მაგრამ..." სწორედ 21-ე საუკუნის საუკეთესო კალათბურთელის ოჯახთან ურთიერთობას, თავდაუზოგავ შრომას, საოცარ მიღწევებს ეძღვნება თან საკითხავი „კობი ბრაიანტი, 81 ამბავი". თუ უკვე წაიკითხეთ, იოლად მიხვდებით, რატომ შევარჩიეთ მაინცდამაინც 81 ამბავი, თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, უკეთესი – სიამოვნება წინაა... შეადგინა ვაჟა სიმონიშვილმა.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-487-54-5
სათაური:
კობი ბრაიანტი
ავტორი:
ვაჟა სიმონიშვილი
გამომცემელი:
არტანუჯი
გამოცემის თარიღი:
2020
გვერდები:
176
კატეგორია:
ბიოგრაფია
ნახვები:
5663
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(6) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
5
[6]
4
[0]
3
[0]
2
[0]
1
[0]
წიგნის შესახებ
კობი ბრაიანტი
ვაჟა სიმონიშვილი
5663
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
5
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
თავი 1 - პირველი სიყვარული
თავი 2 - სკოლიდან პირდაპირ NBA-ში
თავი 3 - ოთხი დაუვიწყარი მატჩი
თავი 4 - სიმღერით დაწყებული სიყვარული
თავი 5 - ბრაიანტი VS ონილი
თავი 6 - მეორე სუნთქვა
თავი 7 - მამბას მენტალობა
თავი 8 - ლეგენდები ბრაიანტის თვალით
თავი 9 - ფეხბურთი
თავი 10 - კობი და რიცხვები
თავი უკანასკნელი... კატასტროფა
თავი 1 - პირველი სიყვარული
1.
ძვირფასო
კალათბურთო!..
2016
წელს
კობი
ბრაიანტმა
სიყვარული
აუხსნა...
ვის?
ქვემოთ
წაიკითხავთ...
"იმ
მომენტიდან,
როცა
მამაჩემის
გრძელი
წინდები
ამოვიცვი
და
ჩემს
წარმოდგენაში
ვასრულებდი
თამაშის
გადამწყვეტ
ტყორცნას
დიდ
დასავლურ
ფორუმში,
ერთ
რამეს
მივხვდი:
შემიყვარდი.
იმდენად
ღრმად
შემიყვარდი,
რომ
შენთვის
არაფერი
მენანებოდა
–
ჩემი
გონება
და
სხეული,
სული
და
გული.
ექვსი
წლის
ბიჭი,
რომელსაც
ძალიან
უყვარდი,
ვერ
ვხედავდი
დასასრულს
გვირაბის
ბოლოს.
მხოლოდ
საკუთარ
თავს
ვხედავდი
მოედანზე.
და
დავრბოდი.
დავრბოდი
ზემოთ
და
ქვემოთ,
ყველგან,
ბურთის
დაკარგვისას
ყოველთვის
მოვითხოვდი
ბრძოლას.
მე
გულს
გაძლევდი,
რადგან
ვიცოდი,
მეტს
მივიღებდი.
ვთამაშობდი
ხალისით
და
ტკივილით,
არა
იმიტომ,
რომ
გამოწვევა
მიხმობდა,
იმიტომ
რომ
შენ
მეძახდი.
ყველაფერს
შენთვის
ვაკეთებდი,
რადგან
ყველას
სიცოცხლეს
აგრძნობინებ,
ისე,
როგორც
მე
მაგრძნობინე.
6
წლის
ბიჭს
ოცნება
ამიხდინე,
NBA-ში
მომახვედრე
და
ამიტომაც
მეყვარები
ყოველთვის.
მაგრამ
მალე
ვეღარ
მეყვარები
ძველებურად.
ეს
სეზონიღა
დამრჩა.
გული
კვლავ
ძველებურად
მიძგერს,
გონებაც
ჩვეულად
მიჭრის,
მაგრამ
სხეული
ამბობს
–
დამშვიდობების
დროა.
და
იყოს
ასე.
მზად
ვარ,
გაგეყარო.
მხოლოდ
ერთი
რამ
მინდა:
ორივე
დავტკბეთ
ყოველი
წუთით,
რომლებიც
ერთად
გაგვიტარებია,
კარგითაც
და
ცუდითაც.
ჩვენ
ხომ
ერთმანეთს
მივეცით
ყველაფერი,
რაც
გაგვაჩნდა.
და
ორივემ
ვიცოდეთ:
მნიშვნელობა
არა
აქვს,
რას
გავაკეთებ
შემდეგში,
ყოველთვის
ვიქნები
ბიჭი,
დიდი
წინდებით,
კუთხეში
მდგარი,
რომლის
წინ
საათზე
წერია
–
:05
წამი,
ბურთი
ჩემს
ხელშია
5...4...3...2...1
მიყვარხარ,
მუდამ!
კობი"
2.
ბურთი
ბრაიანტისთვის
ბურთი
მეტი
იყო,
ვიდრე,
უბრალოდ,
მხტუნავი
საგანი:
"მახსოვს,
ბავშვობაში
როგორ
შევეხე
პირველად
ნამდვილ
საკალათბურთო
ბურთს.
მომწონდა
მისი
ხელში
დაჭერა.
ისეთი
მონუსხული
ვიყავი,
არც
კი
მინდოდა
მისი
გამოყენება.
მე
რომ
თამაში
მომესურვებინა,
გავცვეთდი
და
დაიკარგებოდა
წარწერები.
მინდოდა,
რაც
შეიძლება
დიდხანს
შემენარჩუნებინა
მისი
საწყისი
სახე.
ბურთის
იატაკზე
კაკუნის
ხმაც
ძალიან
მომწონდა,
მისი
ყოველი
დაცემა
მყარ
ზედაპირზე,
ხმის
სიმკვეთრე,
სიცოცხლისა
და
სინათლის
ხმა.
ეს
იყო
ერთ-ერთი
ელემენტი,
რომელიც
მომწონდა
ბურთსა
და
თავად
თამაშში.
ეს
ორი
რამ
ჩემი
გზის
საფუძველში
ჩაიდო,
ეს
იყო
ორი
მიზეზი,
რატომ
მივდიოდი
იქ,
სადაც
მივდიოდი;
ვცდილობდი
იმას,
რასაც
ვცდილობდი;
ვსწავლობდი
იმას,
რასაც
ვსწავლობდი.
ყველაფერი
იწყებოდა
იატაკზე
სწორედ
იმ
ბურთის
დარტყმის
ხმით,
რომელიც
ბავშვობაში
მესმოდა".
3.
მამის
არშემდგარი
ოცნება
"თუ
შვილებს
ექნებათ
ბედნიერება,
განახორციელონ
მშობლების
არშემდგარი
ოცნებები,
მაშინ
კობის
მაგალითი,
ამ
მხრივ,
ყველაზე
შთამბეჭდავია",
–
წერს
თავის
ავტობიოგრაფიულ
წიგნში
("11
ბეჭედი:
წარმატების
სული")
"ლოს
ანჯელეს
ლეიკერსის"
ლეგენდარული
მწვრთნელი
ფილ
ჯექსონი.
კობის
მამა
–
ჯო
ბრაიანტი
70-იანი
წლების
"ფილადელფიის"
ფორვარდი
იყო.
1975
წელს
NBA-ის
დრაფტზე
მე-14
ნომრად
"გოლდენ
სტეიტმა"
აირჩია...
აქვე
უნდა
განვმარტოთ:
NBA
–
ნაციონალური
საკალათბურთო
ასოციაციაა,
ყველაზე
ძლიერი
კალათბურთის
ლიგა
მსოფლიოში,
რომელშიც
ამჟამად
29
ამერიკული
და
ერთი
კანადური
გუნდი
თამაშობს.
რა
არის
დრაფტი?
–
საზეიმო
ღონისძიება,
რომელიც
წელიწადში
ერთხელ
იმართება
და
გუნდები
თანმიმდევრობით
ირჩევენ
პერსპექტიულ
კალათბურთელებს.
არჩევან-არადანის
პრინციპია,
ოღონდ
ორის
ნაცვლად
30
ამრჩევია.
რაც
უფრო
ძლიერია
მოთამაშე,
მით
ადრე
აიყვანენ
დრაფტზე.
კობი
ბრაიანტის
მამა
მეთოთხმეტედ
აირჩიეს,
რაც
იმას
ნიშნავს,
რომ
იმედისმომცემი
ახალგაზრდა
გახლდათ.
რვა
წელი
ითამაშა
NBA-ში,
თუმცა
გაცემული
ავანსი
ბოლომდე
ვერ
გაამართლა
და
ამერიკა
ისე
დატოვა,
ტიტული
არ
მოუგია.
ამბიციური
ჯო
ბრაიანტი
დაუკმაყოფილებლობის
გრძნობით
გაემგზავრა
იტალიაში
და
კარიერა
დაასრულა
აპენინებზე,
სადაც
იზრდებოდა
კიდეც
კობი.
მამის
მთავარ
ამოცანად
შვილის
ვარსკვლავად
აღზრდა
იქცა.
4.
ჯორდანის
კასეტები
კობი
ერთადერთი
ბიჭი
იყო
სამშვილიან
ოჯახში,
თანაც
ყველაზე
უმცროსი,
"ოქროს
ბავშვი".
ბუნებისგან
დიდი
ნიჭით
იყო
დაჯილდოებული.
ის
დღის
განმავლობაში
დიდ
დროს
უთმობდა
მაიკლ
ჯორდანისა
და
სხვა
შემსრულებლების
ილეთების
შესწავლას,
რომლებსაც
აშშ-დან
იტალიაში
გამოგზავნილ
ვიდეოკასეტებზე
აკვირდებოდა.
13
წლის
იყო,
როცა
ოჯახი
რეჯო
ემილიიდან
უკან,
ფილადელფიაში,
დაბრუნდა
და
მალე
კობი
ბრაიანტი
"ლაუერ
მერიონის"
სკოლის
ვარსკვლავი
გახდა.
ამ
სასწავლებლის
საკალათბურთო
გუნდის
მაშინდელმა
მწვრთნელმა,
ჯონ
ლუკასმა,
ბიჭი
გუნდთან
ერთად
საზაფხულო
შეკრებაზე
მიიწვია
და
გაოგნებული
დარჩა:
–
ასეთი
თამამი
ახალბედა
არასოდეს
მინახავს.
არც
იმას
მოველოდი,
რომ
იტალიიდან
ჩამოსული
ბიჭი
თამაშის
დონით
ყველაზე
უკეთესი
იქნებოდა.