ლიფტის მოლოდინში
ცოდნით მხოლოდ ის იცოდა, რომ ამაზე უარეს დროებას არ მოსწრებოდა.
უკვე სამი საათი იყო, ლიფტთან იდგა, მეხუთე პაპიროსს ეწეოდა და ფიქრებიც აქეთ-იქით დაურბოდა.
სახეები, სახელები, მოგონებები. დაწნეხილი ტორფის ფილა ხელს უმძიმებდა. თავს ზემოთ თოლიები დარიალებდნენ. მზესუმზირის მინდვრები.მიხაკის ზეთის სუნი. ჩოგბურთის მოედნიდან მომავალი ნიტას თბილი, ტკბილი სურნელი. ოფლის წვეთები მაღალ შუბლზე. სახეები, სახელები.
ცხადია, გარდაცვლილთა სახელებიცა და სახეებიც.
შეეძლო ბინიდან სკამი გამოეტანა, თუმცა ისე იყო ერთიანად აფორიაქებული, მაინც ვერ დაისვენებდა. უთუოდ რაღაც უცნაური სანახავიციქნებოდა - ლიფტის მჯდომიარედ მომლოდინე.
მოულოდნელად აღმოჩნდა ამ დღეში და თან სრულიად ლოგიკურადაც. მოულოდნელი იყო, როგორც სხვა ყველაფერი ცხოვრებაში. ვთქვათ,სქესობრივი ლტოლვა. ისიც სრულიად მოულოდნელი რამაა, ოღონდ - უაღრესად ბუნებრივი.
ცდილობდა, ნიტაზე ეფიქრა, მაგრამ გონება ეურჩებოდა. ბუზივით იყო - განურჩევლად რომ ეტანება ყველაფერს. ბოლოს, რა თქმა უნდა, მაინცტანიაზე დასკუპდა, თუმცა მერე ბზუილ-ბზუილით ისევ იმ გოგოს მიაშურა, როზალიას. შერცხვა თუ გულის სიღრმეში ეამაყებოდა კიდეც ის უკუღმართიშემთხვევა?
მარშლის მეურვეობა - იმანაც მოწმენდილ ცაზე გაიელვა და მაინც, ესეც კი სრულიად ლოგიკური ჩანდა. ვითომ მარშლის ბედზეც ითქმოდა იგივე?
იურგენსენის ალალი, წვეროსანი სახე და იქვე, მაჯაზე მთელი ძალით შემოჭერილი დედის ბრაზიანი თითების მოგონება. რა თქმა უნდა, მამაც -მისი გულკეთილი, მოყვარული, ცხოვრებას მოურგები მამა... პიანინოსთან დგას და მღერის: „დიდი ხანია, დაჭკნენ ბაღში ქრიზანთემები...“
ბგერების კაკოფონია თავში: მამამისის ხმა, ის უამრავი ვალსი თუ პოლკა, რასაც ნიტასთან არშიყობისას უკრავდა ხოლმე. ქარხნის საყვირისოთხი შეკივლება ფა-დიეზში. ძაღლების ყეფაში ჩაკარგული ფაგოტის გაუბედავი შეყვირება, დასარტყამების ჯანყი და ჩასაბერი საკრავების ხმიანობასამთავრობო ლოჟის ქვემოდან.
ეს ხმიანობა ახლა ნამდვილი სამყაროდან მომავალმა ხმამ ჩაახშო: ლიფტის მექანიზმის უეცარმა ჟღრიალ-დგანდგარმა. ცალი ფეხიშეუთრთოლდა და წვივი ზედ მიბჯენილ მომცრო ჩანთაზე აუთამაშდა. შეიცადა, ყველა მოგონებისგან ერთბაშად დაცლილმა, მხოლოდ საკუთარი შიშითმოცულმა. მერე ლიფტი ქვედა სართულზე გაჩერდა და ისიც მაშინვე გამოფხიზლდა - ჩანთას დასწვდა. იგრძნო, როგორ მსუბუქად შეირხა მისი შიგთავსი.ამან კი მაშინვე პროკოფიევის პიჟამის ამბავი გაახსენა.
არა, აბეზარი ბუზი არაფერ შუაშია - უფრო, ალბათ, იმ კოღოებივით, ანაპაში რომ იცის. არავის და არაფერს ერიდებიან, ოღონდ სისხლიგამოგწოვონ.
იქ მდგომს იმანაც კი გაუელვა თავში, საკუთარ ფიქრებზეც ხომ ვარ პასუხისმგებელიო. თუმცა ღამღამობით მარტო დარჩენილს ეჩვენებოდა, რომსწორედ გონება იყო პასუხისმგებელი მასზე. კეთილი და პატიოსანი. როგორც მავანი პოეტი გვარწმუნებს, ვერავინ გაექცევა საკუთარ ხვედრს. და ვერცსაკუთარ ფიქრებს.
ის ღამეული ტკივილი გაახსენდა, ბრმა ნაწლავის ამოჭრამდე. ადგილს ვერ პოულობდა. რაც რამ საგინებელი სიტყვა იცოდა, არაფერი დაამადლაექთანს, მერე კი ერთ მეგობარს ევედრებოდა, ვინმე მილიციელი მოიყვანე, ტყვია დამახალოს და ამ ჩემს ტანჯვას ბოლო მოუღოსო. აფიცა, ეხვეწა,მაგრამ მეგობარმა ამგვარ დახმარებაზე ცივი უარი სტკიცა.
ახლა აღარც მეგობარი სჭირდებოდა და აღარც მილიციელი. მით უფრო, რომ მოხალისეების სიმცირესაც ვერ დაიჩივლებდა.
როგორც თავადვე უკარნახა საკუთარ გონებას, ყველაფერი ზუსტად 1936 წლის 28 იანვრის დილას დაიწყო, არხანგელსკის რკინიგზის სადგურში.არაფერიცო, - მიუგო გონებამ. - არაფერი იწყება ამნაირად, ერთ დღეს და ერთ ადგილას, ეს ყველაფერი ბევრგან დაიწყო, თანაც ბევრჯერ, ზოგიერთირამ კი - შენს დაბადებამდეც, მთლად უცხო ქვეყნებში და სულ სხვა ადამიანების ფიქრებშიო.
მერე კი, რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველაფერი იმავენაირად გაგრძელდებოდა - სხვაგან, სხვათა გონებასა თუ ფიქრებში.
***
თამბაქო გაახსენდა: „ყაზბეგის“, „ბელომორის“, „ჰერცეგოვინა ფლორის“ კოლოფები. ის კაციც, ათი ღერი პაპიროსიდან ჩიბუხში რომ იფშვნიდათუთუნს, საწერ მაგიდაზე კი ნაფშვენებსა და ქაღალდის ნაფლეთებს ტოვებდა.
ვითომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის შემობრუნება, შემოტრიალება, ხელახლა შეკოწიწება - თუნდაც ამ ბოლო საფეხურზე? პასუხი თავადვე იცოდა:აკი იმ ექიმმაც გამოთქვა აზრი გოგოლისეული ცხვირის თავის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით - ცხადია, მოხერხდება, ოღონდ გარწმუნებთ, ეგთქვენთვისვე იქნება უარესიო.