იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
დოკუმენტური პროზა
/
ბიოგრაფია
/
თარგმანი
/
ბიზნესის გენია
/
მარკ ცუკერბერგი. Facebook
მარკ ცუკერბერგი. Facebook
ანთოლოგია *
2013 წელი |
პალიტრა L
დოკუმენტური პროზა
|
ბიოგრაფია
|
თარგმანი
|
ბიზნესის გენია
8,357
ნახვა
4.6
(0 რეცენზია /11 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
სერიის ამ ტომში მოთხრობილია Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის შესახებ. ის ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა მასზე უკვე ბევრს საუბრობენ და ფიქრობენ, ვინ არის სიტყვაძუნწი მარკ ცუკერბერგი - ახალგაზრდა გენიოსი თუ უბრალოდ იღბლიანი ბიჭუნა, რომელსაც ძალიან გაუმართლა? ამას დრო გვიჩვენებს, ჯერჯერობით კი ჟღალთმიანი მილიარდერი ახალ-ახალი ვირტუალური იდეებით მსოფლიოს აოცებს და ცდილობს, მსოფლიო უფრო გულღია გახადოს. და მაინც... რამ აიძულა, შეექმნა Facebook, სადაც მსოფლიოს მოსახლეობას თავი მოუყარა და რა კავშირი აქვს ამას მისი სიყვარულის ისტორიასთან - ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით მარკ ცუკერბერგის ისტორიის წაკითხვისას. „გამომცემლობა პალიტრა L“ გთავაზობთ წიგნების სერიას – „ბიზნესის გენია“. სერიის თითოეულ წიგნში გაეცნობით მსოფლიოში ცნობილ საქმიან ადამიანებს, რომლებმაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გადატრიალება მოახდინეს... მათ შეცვალეს შეხედულებები, ტექნოლოგიები, დანერგეს ინოვაციური პროდუქტები. თუ რა გზა განვლეს და როგორ მიაღწიეს ტრიუმფს – ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით ამ სერიის წიგნებში... შეიტყობთ მათი წარმატების საიდუმლოებას და, შესაძლოა, იგი თქვენი წარმატების საწინდარიც გახდეს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
2012 წლის 100 ლ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ყველა დროის 20...
ანთოლოგია *
13.03
ყიდვა
2010 წლის 15 სა...
ანთოლოგია *
5.9
ყიდვა
2009 წლის 15 სა...
ანთოლოგია *
5.5
ყიდვა
2006-2007 წლები...
ანთოლოგია *
3.3
ყიდვა
წმინდა გიორგი
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ანგელოზები
ანთოლოგია *
2
ყიდვა
მოციქულები
ანთოლოგია *
2
ყიდვა
წმინდა შიო მღვი...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ყოვლადწმინდა ღვ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
უფლის წინასწარ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ასურელი მამები
ანთოლოგია *
2
ყიდვა
მეოთხე საუკუნე
ანთოლოგია *
2
ყიდვა
საქართველოს სამ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ქართველთა მეოხნ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ქართველ წმინდან...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
წმინდა ქეთევან ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
წმინდა ექვთიმე ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
საქართველოს იმე...
ანთოლოგია *
2.5
ყიდვა
წმინდა მღვდელმთ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
რატატუი – გემრი...
ანთოლოგია *
1.99
ყიდვა
კარი გამიღე
ანთოლოგია *
0.99
ყიდვა
ღიმილი - ხუმარა...
ანთოლოგია *
2.4
ყიდვა
თანამედროვე სპა...
ანთოლოგია *
4
ყიდვა
ნოველები
ანთოლოგია *
3
ყიდვა
მონაცემთა ჟურნა...
ანთოლოგია *
0
ყიდვა
განდევნილები
ანთოლოგია *
0
ყიდვა
შვიდგზის ლოცვან...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
წმინდა ექვთიმე ...
ანთოლოგია *
2.5
ყიდვა
ჯვარცმული საქარ...
ანთოლოგია *
2.5
ყიდვა
სამშობლოს სიყვა...
ანთოლოგია *
2.5
ყიდვა
კრწანისის ყაყაჩ...
ანთოლოგია *
2.5
ყიდვა
15 საუკეთესო ქა...
ანთოლოგია *
6.2
ყიდვა
15 საუკეთესო ქა...
ანთოლოგია *
6.2
ყიდვა
ნობელიანტების ლ...
ანთოლოგია *
5
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
სერიის ამ ტომში მოთხრობილია Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის შესახებ. ის ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა მასზე უკვე ბევრს საუბრობენ და ფიქრობენ, ვინ არის სიტყვაძუნწი მარკ ცუკერბერგი - ახალგაზრდა გენიოსი თუ უბრალოდ იღბლიანი ბიჭუნა, რომელსაც ძალიან გაუმართლა? ამას დრო გვიჩვენებს, ჯერჯერობით კი ჟღალთმიანი მილიარდერი ახალ-ახალი ვირტუალური იდეებით მსოფლიოს აოცებს და ცდილობს, მსოფლიო უფრო გულღია გახადოს. და მაინც... რამ აიძულა, შეექმნა Facebook, სადაც მსოფლიოს მოსახლეობას თავი მოუყარა და რა კავშირი აქვს ამას მისი სიყვარულის ისტორიასთან - ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით მარკ ცუკერბერგის ისტორიის წაკითხვისას. „გამომცემლობა პალიტრა L“ გთავაზობთ წიგნების სერიას – „ბიზნესის გენია“. სერიის თითოეულ წიგნში გაეცნობით მსოფლიოში ცნობილ საქმიან ადამიანებს, რომლებმაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გადატრიალება მოახდინეს... მათ შეცვალეს შეხედულებები, ტექნოლოგიები, დანერგეს ინოვაციური პროდუქტები. თუ რა გზა განვლეს და როგორ მიაღწიეს ტრიუმფს – ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით ამ სერიის წიგნებში... შეიტყობთ მათი წარმატების საიდუმლოებას და, შესაძლოა, იგი თქვენი წარმატების საწინდარიც გახდეს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-21-310-6
სათაური:
მარკ ცუკერბერგი. Facebook
ავტორი:
ანთოლოგია *
გამომცემელი:
პალიტრა L
გამოცემის თარიღი:
2013
გვერდები:
72
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
8357
რეიტინგი:
4,6
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(11) რეცენზია
4.6
რეიტინგის განაწილება
5
[8]
4
[2]
3
[1]
2
[0]
1
[0]
წიგნის შესახებ
მარკ ცუკერბერგი. Facebook
ანთოლოგია *
8357
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
3
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
ვუნდერკინდი თუ იღბლიანი ბიჭუნა
Facebook-ის დაბადება და ისტორია
შურისმაძიებელი ქურდი თუ - მოშურნეთა მსხვერპლი
სამყაროს შეცვლა
FACEBOOK და მარკ ცუკერბერგი ციფრებში
მარკ ცუკერბერგის ცხოვრების სტილი
სიყვარულის ისტორია
ვუნდერკინდი თუ იღბლიანი ბიჭუნა
დევიზი:
არ
იჩქარო
მარკ
ელიოტ
ცუკერბერგი
1984
წლის
14
მაისს
ნიუ-იორკის
შტატის
სამხრეთ-აღმოსავლეთით,
ქალაქ
უაიტ-პლეინსში,
ოთხშვილიან
ოჯახში
დაიბადა.
სტომატოლოგ
ედუარდსა
და
ფსიქიატრ
კარენს
მის
გარდა
სამი
ქალიშვილი
–
რენდი,
დონა
და
არიელი
ჰყავდათ.
მარკი
ნიუ-იორკის
შტატის
ერთ-ერთ
დასახლებაში
–
დობს-ფერიში
გაიზარდა.
ის
იუდეური
წესით
მონათლეს,
თუმცა
მოგვიანებით,
როცა
წამოიზარდა,
განაცხადა,
რომ
ათეისტია.
მამამ
–
ედუარდ
ცუკერბერგმა
ამერიკის
შეერთებულ
შტატებში
კომპიუტერები
და
ციფრული
რადიოგრაფია
საქმიანობაში
ერთ-ერთმა
პირველმა
გამოიყენა.
სხვათა
შორის,
ვაჟსაც
მანვე
შეასწავლა
პროგრამირება
Basic-ის
ენაზე.
მარკმა
10
წლის
ასაკში
შეიტყო,
რომ
სამყარო
პროგრამისტებად
და
მომხმარებლებად
იყოფოდა
–
მომხმარებლები
კომპიუტერზე
მუშაობენ,
პროგრამისტები
კი
კომპიუტერის
მეშვეობით
ცვლიან
სამყაროს.
როდესაც
Facebook-ის
მომავალი
დამფუძნებლის
მეგობარმა
კომპიუტერი
Quantex
486DX
(პროცესორით
Intel
486)
შეიძინა,
10
წლის
მარკმა
მშობლებს
ისეთივე
კომპიუტერი
მოსთხოვა.
ცუკერბერგი
იხსენებს:
"ერთ
თვეში
მივხვდი,
რომ
ეკრანზე
ფერის
ცვლა
თავშესაქცევი,
მაგრამ
იოლად
მოსაბეზრებელი
იყო,
ამიტომ
წიგნების
კითხვა
და
პროგრამების
წერა
დავიწყე".
მომდევნო
წლებში
მარკ
ცუკერბერგმა
დამოუკიდებლადაც
ბევრი
რამ
შეისწავლა
და
შეძლებისდაგვარად
სხვადასხვა
სასწავლო
კურსსაც
დაესწრო,
მისმა
მონდომებამ
და
გატაცებამ
კი,
საბოლოოდ,
შთამბეჭდავი
შედეგი
გამოიღო
–
ის
პროფესიონალი
პროგრამისტი
გახდა.
მანამდე
კი...
1996
წელს
მარკმა
მამის
თხოვნით
დაწერა
პროგრამა
ZuckNet,
რომლის
საშუალებითაც
ლოკალურ
ქსელში
–
სახლიდან
სტომატოლოგიურ
კლინიკაში
და
პირიქით
შეტყობინებებს
გზავნიდა.
სკოლაში
სწავლისას
მეგობრებთან
ერთად
კომპიუტერულ
თამაშებს
ქმნიდა,
პარალელურად,
მერსის
კოლეჯში
საღამოს
კომპიუტერულ
კურსებზეც
დადიოდა.
დაწერა
რამდენიმე
უმნიშვნელო
პროგრამა,
მაგალითად,
სამაგიდო
თამაშ
"რისკის"
კომპიუტერული
ვერსია.
მალევე
ცუკერბერგმა
ნიუ-ჰემფშირის
პრესტიჟულ
სკოლა-პანსიონში
ფილიპს
ეკსეტერის
აკადემიაში
ჩააბარა.
მართალია,
პროგრამირებამ
ფანატიკურად
გაიტაცა,
მაგრამ
Facebook-ის
მომავალი
შემქმნელი
მხოლოდ
ამ
სფეროს
შესწავლას
არ
დასჯერდა.
ის
შესანიშნავად
ერკვეოდა
მათემატიკასა
და
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებში,
სწავლობდა
უძველეს
ენებს,
ანტიკურ
კულტურას.
სასკოლო
არდადეგებზე
საზაფხულო
სკოლაში,
ძველი
ბერძნული
ენის
შემსწავლელ
კურსებზეც
კი
დადიოდა.
სკოლის
წლებში
გულმოდგინედ
ვარჯიშობდა
ფარიკაობაში,
იყო
აკადემიის
გუნდის
კაპიტანი.
ბევრჯერ
უთქვამს,
ერთბაშად
მნიშვნელოვანის
შექმნა
არც
მინდოდაო,
თუმცა
უმნიშვნელოებს
შორის
მნიშვნელოვანი
მაინც
"გაიპარებოდა"
ხოლმე.
თუნდაც
პროგრამა
Synap
se,
რომელიც
ასევე,
სკოლის
პერიოდში
თანაკლასელ
ადამ
დ
’
ანჯელოსთან
ერთად
დაწერა.
ეს
იყო
საკმაოდ
გონიერი
mp3,
რომელიც
სწავლობდა,
დროის
რომელ
მონაკვეთში
როგორ
მუსიკას
რა
სიხშირით
უსმენდა
მომხმარებელი
და
დამოუკიდებლად
ქმნიდა
შესაბამისი
მუსიკალური
ნომრების
ჩამონათვალს.
მომხმარებლის
საყვარელი
მუსიკის
ამომცნობმა
პროგრამამ
დააინტერესა
კორპორაცია
Microsoft
და
ამერიკული
მედიაკომპანია
AOL,
თუმცა
აცებოოკ-ის
მომავალმა
დამფუძნებელმა
შყნაპსე-ის
გაყიდვა
არ
ისურვა
და
მომხმარებლისთვის
ხელმისაწვდომად
დატოვა.
სხვათა
შორის,
Microsoft-იდან
ცუკერბერგს
კარგი
სამუშაო
შესთავაზეს
იმ
პირობით,
რომ
ყველა
უფლება
Synapse-ზე
Microsoft-ის
ხელში
გადავიდოდა.
მარკი
არც
ამ
შეთავაზებას
დათანხმდა.
ასე
მარტივად
"შეელია"
გონიერი
ყმაწვილი
ათასობით
დოლარსა
და
მსოფლიოში
საუკეთესო
IT
(Infor
mation
Technology
–
საინფორმაციო
ტექნოლოგია)
სპეციალისტებთან
სამსახურს.
მარკ
ცუკერბერგი
მიიჩნევს,
რომ
"ამქვეყნად,
სადაც
სოციალური
სტრუქტურა
უპირველესია,
ვირტუალური,
ხელმისაწვდომი
დოსიე
კი
–
საინფორმაციო
ბომბი,
მოაზროვნე
ადამიანს
მორალური
უფლებაც
არ
აქვს,
რომ
დროისა
და
მიღწევების
უმეტესი
ნაწილი
საკუთარი
თავის
ნაცვლად
დამქირავებელს
მოახმაროს".
2002
წელს
ცუკერბერგმა
ჰარვარდის
უნივერსიტეტში
ჩააბარა
და
პროგრამირების
რამდენიმე
კურსთან
ერთად
ფსიქოლოგიაც
შეისწავლა.
ასევე
გაერთიანდა
ებრაელ
სტუდენტთა
საზოგადოებაში
("ალფა-ეპსილონ-პი"),
განაგრძობდა
კომპიუტერული
თამაშების
შექმნას
და
პროგრამირების
კუთხით
შეკვეთებსაც
იღებდა.
მოგვიანებით,
როდესაც
Facebook-ის
მომხმარებელთა
რაოდენობა
მილიონამდე
გაიზარდა,
მარკი
აღნიშნავდა:
ჩემი
საქმისადმი
ინტერესი
არ
დამიკარგავს,
მაგრამ
გადაჭრით
ვამბობ,
თუ
Facebook
ჩავარდება,
კვლავ
ჰარვარდში
დავბრუნდებიო.
თუმცა
უნივერსიტეტში
კარგი
სწავლით
არ
გამოირჩეოდა.
იგი
პროგრამირებით
იმდენად
იყო
დაინტერესებული,
რომ
სხვა
საგნებისთვის
დრო
თითქმის
არ
რჩებოდა.
ერთხელ
აღნიშნა
კიდეც:
Facebook-ი
შესანიშნავი
გამოცდილებაა
და
ვფიქრობ,
ძალიან
გამიმართლა.
მაგრამ
მაინც
ვწუხვარ,
რომ
არ
დავასრულე
სწავლა
უნივერსიტეტში,
სადაც
გაცილებით
მეტ
ცოდნას
გაძლევენ,
ვიდრე
იცი.
იქ
სამყაროს
შეიმეცნებ
და
სწორედ
ეს
განიჭებს
უდიდეს
სიამოვნებას."
გამოცდებისთვის
სამზადისი
მარკისგან
ხანდახან
არაორდინარულ
ნაბიჯებსაც
ითხოვდა,
მაგალითად,
ხელოვნების
ისტორიის
გამოცდამდე
ორი
დღე
რჩებოდა,
მას
კი
500
ნახატის
შესახებ
ინფორმაცია
უნდა
მოეპოვებინა
და
წაეკითხა.
მარკმა
სასწრაფოდ
შექმნა
ვებგვერდი,
რომლის
თითოეულ
გვერდზე
თითო
ნახატი
განათავსა
და
თანაკურსელებს
სთხოვა,
კონკრეტული
ნამუშევრის
შესახებ
იქვე,
კომენტარის
გრაფაში
რაიმე
დაეწერათ.
მოგვიანებით,
ამ
ამბის
გახსენებისას,
საკუთარ
თავს
ადარებდა
საზრიან
ტომ
სოიერს,
რომელმაც
ღობის
ღებვისას
თამაშ-თამაშით
სხვებიც
შეიამხანაგა
საქმიანობაში
და
ჰყვებოდა,
თუ
რამდენად