იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
დოკუმენტური პროზა
/
ბიოგრაფია
/
თარგმანი
/
ბიზნესის გენია
/
ჰენრი ფორდი. Ford
ჰენრი ფორდი. Ford
ანთოლოგია *
2013 წელი |
პალიტრა L
დოკუმენტური პროზა
|
ბიოგრაფია
|
თარგმანი
|
ბიზნესის გენია
8,738
ნახვა
4.9
(0 რეცენზია /15 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
სერიის – „ბიზნესის გენია“ – ამ ტომში მოთხრობილია საავტომობილო კომპანიის დამფუძნებლის, ჰენრი ფორდის შესახებ. ბიზნესმენმა, რომელსაც არასრული საშუალო განათლება ჰქონდა, საავტომობილო ინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა. იგი გასაოცარი ინტუიციის, კრეატიული აზროვნებისა და მახვილი ჭკუის მეშვეობით მიზანს ყოველთვის აღწევდა. ჰენრი ფორდი ის ადამიანი იყო, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა, მერე კი პირადი გამოცდილების, უამრავი შეცდომისა და წარმატებების წყალობით მთელი სამყაროს შეხედულება მანქანებისა და ზოგადად ბიზნესის შესახებ რადიკალურად შეცვალა. „გამომცემლობა პალიტრა L“ გთავაზობთ წიგნების სერიას – „ბიზნესის გენია“. სერიის თითოეულ წიგნში გაეცნობით მსოფლიოში ცნობილ საქმიან ადამიანებს, რომლებმაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გადატრიალება მოახდინეს... მათ შეცვალეს შეხედულებები, ტექნოლოგიები, დანერგეს ინოვაციური პროდუქტები. თუ რა გზა განვლეს და როგორ მიაღწიეს ტრიუმფს – ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით ამ სერიის წიგნებში... შეიტყობთ მათი წარმატების საიდუმლოებას და, შესაძლოა, იგი თქვენი წარმატების საწინდარიც გახდეს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
2012 წლის 100 ლ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ყველა დროის 20...
ანთოლოგია *
13.03
ყიდვა
2010 წლის 15 სა...
ანთოლოგია *
5.9
ყიდვა
2009 წლის 15 სა...
ანთოლოგია *
5.5
ყიდვა
2006-2007 წლები...
ანთოლოგია *
3.3
ყიდვა
წმინდა გიორგი
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ანგელოზები
ანთოლოგია *
2
ყიდვა
მოციქულები
ანთოლოგია *
2
ყიდვა
წმინდა შიო მღვი...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ყოვლადწმინდა ღვ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
უფლის წინასწარ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ასურელი მამები
ანთოლოგია *
2
ყიდვა
მეოთხე საუკუნე
ანთოლოგია *
2
ყიდვა
საქართველოს სამ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ქართველთა მეოხნ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ქართველ წმინდან...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
წმინდა ქეთევან ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
წმინდა ექვთიმე ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
საქართველოს იმე...
ანთოლოგია *
2.5
ყიდვა
წმინდა მღვდელმთ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
რატატუი – გემრი...
ანთოლოგია *
1.99
ყიდვა
კარი გამიღე
ანთოლოგია *
0.99
ყიდვა
ღიმილი - ხუმარა...
ანთოლოგია *
2.4
ყიდვა
თანამედროვე სპა...
ანთოლოგია *
4
ყიდვა
ნოველები
ანთოლოგია *
3
ყიდვა
მონაცემთა ჟურნა...
ანთოლოგია *
0
ყიდვა
განდევნილები
ანთოლოგია *
0
ყიდვა
შვიდგზის ლოცვან...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
წმინდა ექვთიმე ...
ანთოლოგია *
2.5
ყიდვა
ჯვარცმული საქარ...
ანთოლოგია *
2.5
ყიდვა
სამშობლოს სიყვა...
ანთოლოგია *
2.5
ყიდვა
კრწანისის ყაყაჩ...
ანთოლოგია *
2.5
ყიდვა
15 საუკეთესო ქა...
ანთოლოგია *
6.2
ყიდვა
15 საუკეთესო ქა...
ანთოლოგია *
6.2
ყიდვა
ნობელიანტების ლ...
ანთოლოგია *
5
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
სერიის – „ბიზნესის გენია“ – ამ ტომში მოთხრობილია საავტომობილო კომპანიის დამფუძნებლის, ჰენრი ფორდის შესახებ. ბიზნესმენმა, რომელსაც არასრული საშუალო განათლება ჰქონდა, საავტომობილო ინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა. იგი გასაოცარი ინტუიციის, კრეატიული აზროვნებისა და მახვილი ჭკუის მეშვეობით მიზანს ყოველთვის აღწევდა. ჰენრი ფორდი ის ადამიანი იყო, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა, მერე კი პირადი გამოცდილების, უამრავი შეცდომისა და წარმატებების წყალობით მთელი სამყაროს შეხედულება მანქანებისა და ზოგადად ბიზნესის შესახებ რადიკალურად შეცვალა. „გამომცემლობა პალიტრა L“ გთავაზობთ წიგნების სერიას – „ბიზნესის გენია“. სერიის თითოეულ წიგნში გაეცნობით მსოფლიოში ცნობილ საქმიან ადამიანებს, რომლებმაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გადატრიალება მოახდინეს... მათ შეცვალეს შეხედულებები, ტექნოლოგიები, დანერგეს ინოვაციური პროდუქტები. თუ რა გზა განვლეს და როგორ მიაღწიეს ტრიუმფს – ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით ამ სერიის წიგნებში... შეიტყობთ მათი წარმატების საიდუმლოებას და, შესაძლოა, იგი თქვენი წარმატების საწინდარიც გახდეს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-21-312-0
სათაური:
ჰენრი ფორდი. Ford
ავტორი:
ანთოლოგია *
გამომცემელი:
პალიტრა L
გამოცემის თარიღი:
2013
გვერდები:
89
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
8738
რეიტინგი:
4,9
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(15) რეცენზია
4.9
რეიტინგის განაწილება
5
[14]
4
[1]
3
[0]
2
[0]
1
[0]
წიგნის შესახებ
ჰენრი ფორდი. Ford
ანთოლოგია *
8738
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
3
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
ახალი ავტომობილი საუკეთესოა!
პირველი „ფორდიდან“ საუკუნის ავტომობილამდე
„მფრინავი ლიზი“, რომელმაც „ამერიკა ბორბლებზე შესვა“
ფორდის საავტომობილო იმპერია - „ფორდის“ ისტორია
„ფორდიზმი“
ჰენრი ფორდი, II მსოფლიო ომი და ჰიტლერი
ცხოვრება მოგზაურობაა - ფორდების დინასტია
ცხოვრებისეული წინააღმდეგობები, ფაქტები
„აკეთე საქმე კარგად და წარმატებაც არ დაახანებს“
ახალი ავტომობილი საუკეთესოა!
„
ჩემი
აზრით,
ცხოვრება
გაჩერებას
არ
ნიშნავს,
ცხოვრება
-
მოგზაურობაა.
რომც
იფიქრო,
ცოტა
ხნით
შევისვენებო,
არაფერი
გამოგივა,
პირიქით
-
დაღმა
დაეშვები.
სამყაროს
საწყისი
მოძრაობაშია
და
ყველაფერი
მოძრაობისთვისაა
შექმნილი.
ცხოვრება
მიედინება
და
თუნდაც
ერთ
ქუჩასა
და
ერთ
სახლში
მუდმივად
ცხოვრობდე,
მუდამ
ერთნაირი
ვერაფრით
იქნები
-
ადამიანი
ყოველდღიურად
იცვლება
“
,
-
ამბობდა
ჰენრი
ფორდი.
ადამიანი,
რომელსაც
სამყაროს
შეცვლა
არგუნა
ბედმა,
1863
წლის
30
ივლისს
მიჩიგანის
შტატის
ქალაქ
დირბორნის
მახლობლად,
ირლანდიელი
ემიგრანტების,
უილიამ
და
მერი
ფორდების
ექვსშვილიან
ოჯახში
დაიბადა.
ის
მშობლების
ფერმაში
გაიზარდა.
ფორდებს
ტრადიციულ
მიჩიგანელ
ფერმერებთან
შედარებით
შეძლებული
ოჯახი
ჰქონდათ.
თუმცა
ჰენრი
ფორდი
ხშირად
აღნიშნავდა:
მშობლები
მეტისმეტად
ბევრს
შრომობდნენ,
შესაბამის
სარგებელს
კი
ვერ
ნახულობდნენო.
ჰენრი
სწავლობდა
სოფლის
საეკლესიო
სკოლაში,
სადაც
მაინცდამაინც
კარგი
განათლება
არ
მიუღია
და
შედეგად,
უკვე
ზრდასრული
ფორდი
ხელშეკრულებების
შედგენისას
შეცდომას
ხშირად
უშვებდა.
ერთ-ერთმა
გაზეთმა
მას
უმეცარიც
კი
უწოდა.
ამის
გამო
მან
გამოცემას
სასამართლოში
უჩივლა
და
გაუნათლებლობის
ბრალდებაზე
ასე
მიუგო:
„
თქვენს
იდიოტურ
კითხვებზე
პასუხის
გაცემა
რომ
მნდომოდა,
ღილაკზე
თითის
დაჭერით
ჩემს
კაბინეტში
პასუხებით
დახუნძლული
სპეციალისტები
წამში
გაჩნდებოდნენ
“
.
*
„
იდეა
თავისთავად
დასაფასებელია,
მაგრამ
ყოველი
იდეა
მხოლოდ
ჩანაფიქრია
და
სხვა
არაფერი.
უმთავრესი
კი
მისი
განხორციელებაა.
“
*
ადამიანის
ნაკლად
ფორდს
გაუნათლებლობა
კი
არ
მიაჩნდა,
არამედ
საკუთარი
გონებრივი
შესაძლებლობების
გამოუყენებლობა:
„
ამქვეყნად
ყველაზე
რთულია,
იაზროვნო,
ალბათ,
იმიტომაცაა,
ძალიან
ცოტას
რომ
იტაცებს
ეს
საქმე
“
.
ჰენრი
ფორდის
დედა
-
მერი
ფორდი,
1855
წელი
12
წლის
ჰენრიმ
პირველად
ნახა
ლოკომობილი1,
რომელსაც
სოფლის
გზაზე
ძლივს
მიათრევდნენ,
ერთხანს
იძულებით
შეაყოვნეს
კიდეც,
რათა
ფორდების
ურემი
გაეტარებინათ.
ვიდრე
უფროსი
ფორდი
გვერდის
ავლას
ცდილობდა,
ჰენრი
მემანქანეს
გაესაუბრა
და
შეიტყო,
ბორბლებს
როგორ
უცვლიან
ჯაჭვს,
როგორ
უკეთებენ
დისკის
მამოძრავებელ
ღვედს
და
ა.შ.
ფორდისთვის
ორთქლისძრავიან
ეკიპაჟთან
შეხვედრა
შოკისმომგვრელი
აღმოჩნდა.
ამის
შემდეგ
მოსვენება
დაკარგა
და
გადაწყვიტა,
მოძრავი
მექანიზმი
გაეკეთებინა.
სათამაშოებს
ზედაც
აღარ
უყურებდა.
ჯიბეები
მუდამ
ამოვსებული
ჰქონდა
ჭანჭიკებითა
და
ათასგვარი
ხელსაწყოთი.
ხანდახან
დამტვრეულ
საათებსაც
აკეთებდა.
13
წლის
ფორდს
მამამ
დაბადების
დღეზე
საათი
აჩუქა.
ჰენრიმ
სასწრაფოდ
დაშალა
და
ახლიდან
ააწყო.
მეგობრები
და
მეზობლები
ბიჭის
ნიჭმა
აღაფრთოვანა.
ამის
შემდეგ
მალ-მალე
აკითხავდნენ
ქრონომეტრების
(ჯიბის
საათი)
შესაკეთებლად.
15
წლისა
კი
პრიმიტიული
ინსტრუმენტებით
ნებისმიერი
სახის
საათს
აკეთებდა.
ასე
მოიხვეჭა
ჰენრიმ
საათების
ოსტატის
სახელი.
პარალელურად
მამის
ფარდულში
ცდას
ცდაზე
ატარებდა.
სწორედ
მაშინ
დაისახა
მიზნად,
რადაც
უნდა
დასჯდომოდა,
ეტლის
ან
გუთნის
გამწევი
მსუბუქი
ორთქლის
მანქანა
შეექმნა.
მოგვიანებით
აღნიშნა
კიდეც:
გლეხისთვის
მძიმე
და
მტანჯველი
სამუშაოს
შემსუბუქება
ჩემთვის
ღირსების
საკითხს
წარმოადგენდაო.
ჰენრი
ფორდი
კარიერის
დასაწყისში
__________________
1ლოკომობილი
-
მოძრავი
ან
სტაციონარული
ორთქლძალური
დანადგარი,
რომელიც
ქვაბის,
ორთქლის
მანქანისა
და
დამხმარე
მოწყობილობისგან
შედგება.
მას
სხვადასხვა
მანქანის
ასამოქმედებლად
იყენებენ.
__________________
უილიამ
ფორდს
არ
მოსწონდა,
რომ
შვილი
მექანიკით
იყო
გატაცებული.
მას
ვაჟი
მხოლოდ
პატივსაცემ
ფერმერად
წარმოედგინა.
1879
წლის
1-ელ
დეკემბერს
17
წლის
ჰენრიმ
დრაიდოკის
მექანიკურ
საწარმოში
შეგირდად
დაიწყო
მუშაობა
და
მამამაც
შვილი,
ფაქტობრივად,
„
დაღუპულად
“
მიიჩნია.
სამი
წლის
შემდეგ
ფორდი
დირბორნში
გადასახლდა
და
ხუთი
წლის
განმავლობაში
ორთქლის
ძრავების
შექმნითა
და
რემონტით
იყო
დაკავებული,
შიგადაშიგ
დეტროიტის
ქარხანაშიც
მუშაობდა.
პარალელურად,
საათების
შეკეთებითაც
შოულობდა
ფულს.
მოგვიანებით
ეს
საქმე
ჰობად
ექცა
და
სიცოცხლის
ბოლომდე
გატაცებად
გაჰყვა.
1887
წელს
ატლანტიკ-სიტიში
მოწყობილ
ელექტროტექნიკოსთა
კონგრესზე
ჰენრი
ფორდი
გამომგონებელსა
და
მილიონერს,
ტომას
ედისონს
(ელექტრონული
ნათურის
შემქმნელი)
შეხვდა
და
უამბო,
რაზეც
მუშაობდა.
ფორდი
ასევე
დაინტერესდა,
თუ
რას
ფიქრობდა
მეცნიერი
შიგაწვის
ძრავის
მომავალზე.
მართალია,
ჰენრი
ტომას
ედისონისგან
ელექტრონიკის
ქება-დიდების
მოსმენას
ელოდა,
მაგრამ,
მისდა
გასაოცრად,
სულ
სხვა
რამ
მოისმინა:
„
განაგრძეთ
მუშაობა
მანქანაზე
და
თუ
მიზანს
მიაღწევთ,
მე
თქვენ
დიდ
მომავალს
გიწინასწარმეტყველებთ
“
.
ფორდი
ფრთაშესხმული
იყო:
თავად
ედისონმა
ირწმუნა
მისი
იდეის!
***
1888
წელს
ჰენრი
ფორდმა
ცოლად
ფერმერის
ქალიშვილი
-
კლარა
ბრაიანტი
შეირთო.
ოჯახიც
რომ
ერჩინა
და
ცდებიც
განეგრძო,
ის
მეუღლესთან
ერთად
ფერმაში
დაბრუნდა.
უკვე
დაოსტატებულმა
მექანიკოსმა
ფორდმა
ბავშვობის
დროინდელი
სათამაშოების
სახელოსნო
მაღალი
კლასის
სახელოსნოდ
აქცია.
უილიამმა
შვილს
შესთავაზა,
რომ
მანქანების
შექმნისთვის
თავი
დაენებებინა,
სანაცვლოდ
კი
160
მ2
ტყის
ფართობს