წინასიტყვაობა
როცა უდაბნოს მზე ტუჩებსაც დაგწვავს, გზააბნეული ქარავანი დუმილით დაგღლის, ქვიშების ქარი დაგიბნელებს მოპარულ მთვარეს, მოწყურებული ოაზისი დაგხვდება მშრალი, ვეღარ იპოვნი ბავშვობაში ნაჩუქარ ვარსკვლავს, ცაზე გაქრება წაკითხული სიცოცხლის ხაზიც, ლურჯი თვალებიც აგევსება თეთრი ცრემლებით - მაინც არ მოკვდე:
მე გამიხსენე...
მე მოგიყვები დაკარგულ ზღაპარს ათას ერთი გრძელი ღამიდან...
აბუ ალ-ბიკა საბით იბნ აჰმად ნაჯმ ად-დინ ათ თიფლისი
(თბილისში გარდაცვლილი არაბი პოეტი)