ბაბუაჩემს, ისევე, როგორც მეგრელების უმრავლესობას, ესპანელებივით ორი სახელი ერქვა, მაგრამ სხვა მეგრელებისაგან განსხვავებით, მას საბუთებშიც ორივე სახელი ეწერა (მელენტიც და მელიტონიც) და რასაკვირველია იგი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ განსხვავებას ამდენი პრობლემა მოჰყვებოდა (მისი ჩამომავლებისთვის) ბიუროკრატიით აღსავსე ქვეყნებში.