ამსტერდამში წამოსვლამდე სულ ცოტა ხნით ადრე მარიამ ალექსიძემ მითხრა, რომ ჩემი „გურჯი-ხათუნის“ დადგმა უნდოდა ბალეტად და რასაკვირველია, ძალიან გამახარა ამ კარგი ადამიანისა და ქორეოგრაფის იდეამ, მაგრამ მას იქვე გამოვუტყდი, რომ საბალეტო ხელოვნებისა ბევრი არაფერი გამეგება.