ხომ გახსოვს, უკვე მოგწერე, თუ რატომ ამოგიჩემე – იმიტომ, რომ ერთხელ ლიტერატურულში გნახე, თუ როგორ უსმენდი ვიღაცას,
და გადავწყვიტე, რომ, თუსაერთოდ ასე მოსმენა შეგიძლია, ესე იგი, მეც ყურადღებით მომისმენ. თუმცა პირველად როცა მოგწერე, მაშინ
იმის კითხვაც კი მინდოდა შენთვის, რომ იქნებ იმ ვიღაცძალიან ლამაზ გოგოს იქ, ლიტერატურულში, სულ სხვა მიზნით უსმენდი, მაგრამ
მერე ეს აღარ გითხარი და საბავშვო ბაღის ამბები მოგიყევი.