წიგნიდან
საგალობლები შენთვის,
1978, ლურჯი საგალობელი
ზღვაო, იქნებ ფერმა შენმა მეტი გვითხრას,
ვიდრე გალობამ შენმა.
*
შენ წვიმდი, წვიმდი და შენს ტოტებზე ისხდნენ ჩიტები და
მდინარებდნენ შენი ტალღები, დიოდა ჩვენი საუბრების
ლურჯი ხანძარი დიუნების მწყურვალებაზე.
შენ წვიმდი, წვიმდი, შენ გვესტუმრე ზღვის ქაფიდან და მინ-
დვრის ყელიდან, როგორც შრიალი ოაზისების.
უთავებელი იყო ჰაერი და ნაპირებზე იწვა ზაფხული, მზეობ-
და პალმა.
ზღვა თენდებოდა.
ვინ მოგვიძღვნა ზღვის უნებლიე სიმღერები?
სახენათელო, შენ იყავი ერთ-ერთი მოწმე იმ ზაფხულის და
იმ გათენების.
*
ჯარისკაცების ხილვა ათასჯერ მობრუნებაა შენკენ, გო-
გონავ. ყავასთან ერთად მზერით ფრთხილად გსვამდი,
გოგონავ...
მოაშრიალებ უჟამობას, წურავ მზერას, შენი თითებით დამთ-
ბარ სივრცეში თავს ვერ იტყუებს სისხლი, გოგონავ...
შორს, კი, შორს ისევ – ლურჯი ქალაქის ცისფერი ტბები ანათებენ
სევდის გედებით. თქვენ იცოცხლეთ, ხსოვნის ტაძრებო,
ტბების სულნათ სინათლეებად.
თქვენ იფხიზლეთ, ხსოვნის ტაძრებო, ჩაძირული სიმღერებით.
ამოისუნთქა მოგონებამ სინათლე ზღვების ამომშრალია
სიცარიელე.
და თოლიების მაქმანები იჭერენ ივნისს.
ხოლო იქ, ქართა შეხვედრებთან, ჯერაც მღერის ორი ნიჟარა –
დაფერფლილიც და უჩინარიც.
*
შენი სიცილის შადრევნებმა დაამსხვრიეს ცის უხილავი ბურ-
თულები და იღვრებოდნენ და იღვრებოდნენ ლურჯი
დღეები და შრიალებდნენ ლურჯი პალმები და იღვიძებ-
და ზღვისფერი ქვიშა.
სად იყო ცა, ან სად იყო ქვიშა,
ან საით უნდა გაგვეხედა, რომ დაგვენახა მზე ყველგანმყოფი.
შენი სიცილის შადრევნებმა დაამსხვრიეს სხეული ჩემი და აი,
უკვე ბალახში ბრწყინავს, და აი, უკვე ზღვის ფსკერზე
წვება, დასდევს თოლია და ათამაშებს პატარა ბიჭი ჩემი
სხეულის ლურჯ ნამსხვრევებს.
შენი სიცილი აგრძელებდა ქვიშას და ზაფხულს და უსასრულოდ
მაღალი პალმა უსასრულოდ მაღალი ცისკენ მილივლივებდა
მდინარესავით.
და სილურჯეში იცრიცებოდა დრო და ქრებოდა.
არ არსებობდა დრო, იმიტომ, რომ არსებობდნენ შენი თვა-
ლები.
*
და დაფრინავდნენ შემი ღიმილის ფრინველები და წკრიალებ-
და ზღვის ზედაპირზე სასახლე წვიმის. იქ მსახურობდ-
ნენ დელფინები და ულურჯესი თოლიები.
ბავშვს ვკითხეთ თუ რა ფერი ჰქონდა მზეს. მან გვიპასუხა:
ლურჯი.
და ულურჯესი თოლიები და ულურჯესი დელფინები მსახუ-
რობდნენ წვიმის სასახლეს და ულურჯესი იდგა გნიასი
სინათლის ტევრში.
და ულურჯესი თოლიები ქსოვდნენ და ქსოვდნენ ზღვის ძა-
ფებისგან შენი მზერის გზას.
იქ ირწეოდა ზღვა
და აფრებიც.
და თოლიებიც.
და ფრინველივით ფრთებდაწურული ჩქარობდა მზერა...
შემდეგ დნებოდა ზღვის ბაგეებზე შენი სხეული,
ფრთხილად დნებოდა ზღვის ბაგეებზე შენი სხეული.
და შენ იყავი ზღვა.
ლურჯი დრო არარსებული დროა.
განა კვდებიან ჩვენი თვალები, მხოლოდ კაცთა ვიცით სიკ-
ვდილი.
*
მოგონებებში ლხვებოდა წერო და ზღვებით სველი შენი მზე-
რა აკანკალებდა ქალაქის თაღებს.
თვალსაჩინო სიტყვაა „ერთხელ“, ქვიშაა მისი გემო და ფერი,
და როდესაც ვუყურებთ ქვიშას, ჩვენ ვგრძნობთ გუმანით
თუ მშობლიურ შემოდგომას როგორ სწყდება ცახცახა
წვეთი.
დაბურულია ეს სიტყვა „ერთხელ“, მის ეკლებიან ბილიკებზე
იბნევა კაცი – გაოცებული და დაკაწრული.
მედუზები შედედებული სიზმრებია და სუნთქავენ ლურჯ სიმღერაში,
როგორც სიტყვები გამოუთქმელი.
და ცაზე ბევრად მაღალი იყვნენ შენი თვალები და ათენებდნენ
და აღამებდნენ ზაფხულს.
იძერწებოდნენ ქარის თითებით შეხვედრები და განშორებები.
მზერის გოგონავ, შენი ღიმილის ფრინველებმა მიაღწიეს შორეულ
კუნძულს – იქ მარადი ცხოვრობს ზაფხული და
ღრებლებივით იზრდებიან გულთამხილავი ია-იები.
მზერის გოგონავ, დე, დნებოდეს პეიზაჟები, დე, ქრებოდეს წვი-
მის სასახლე, ხმებოდეს პალმა, ოღონდ ცა იყოს შენი ჩურ-
ჩული და დარჩეს ჩემთან ზაფხულის ერთი, ის ერთა-
დერთი დღე ფრთამოტეხილ თოლიასავით.
ზღვა შეკუმშული იყო შენში და მღეროდნენ შენი თვალები,
და სისხლი, როგორც ვიღაცის სუნთქვა, ანთებდა სხეულს
ლურჯი სინათლით...
დღეს ჩემთან არის ზღვა, რომ მასწავლოს შენი ღიმილი.