* * *(შენ კი არსებობ)
შენ კი არსებობ, მაგრამ შორსა ხარ
და ნაწილდები ჩემში სიზმრებად,
სიახლის მძაფრი სურვილი, ზამთრის
ღამეებივით დგას და იზრდება.
ვიცი, რომ ამით ვერაფერს შევცვლი,
მაინც არ მინდა გამოფხიზლება,
როგორც მზეს და ცას არა აქვთ სხვა გზა,
მსურს, ჩვენც ერთმანეთს ვყავდეთ ხიზნებად.