მწერლის ბიოგრაფია გიორგი ეკიზაშვილი დაიბადა 1943 წელს. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული განყოფილება. ამავე წლიდან აქვეყნებს თარგმანებს. ნათარგმნი აქვს მოლიერის, მოპასანის, სარტრის, ბოდლერის, ფრანსუაზა საგანის, ალენ რობ გრიეს, კამიუს, მეტერლინკის, ანდრე მორუას, ერვე ბაზენის, მარკ ხოლოდენკოს, ივ მარტენის, არტურ რემბოს, გიიომ აპოლინერის, ჟილ ჟუანარის, ნატალი საროტის, მიშელ უელბეკის და სხვათა ნაწარმოებები.
2001 წლის 22 ივნისს გიორგი ეკიზაშვილს საფრანგეთის მთავრობის მიერ მიენიჭა „აკადემიური პალმის რტოს” ორდენის ოფიცრის წოდება.