*** (არავის ედო ამაში ბრალი)
არავის ედო ამაში ბრალი
და ყველაფერი უბრალოდ მოხდა.
მე -
ჩვეულებრივ -
ვიყავი მთვრალი.
ხე -
უჩვეულოდ -
მოჩანდა კოხტა.
და, რა თქმა უნდა, ციებით ვთრთოდი,
როდესაც ჩრდილი ჩამოწყდა ხიდან.
დღეს მე, უბრალოდ, ვიპოვე ტოტი,
ვიპოვე ტოტი, რომელზეც ღირდა...