ასეთ შემთხვევაში თქვენ რათქმაუნდა ვერც დაგირეკავენ და ვერც დარეკავთ... დახშობა ყოველთვის გულისხმობს კონკრეტული რადიო ტალღის იმ დიაპაზონის გადაფარვას რომელშიც მიმდინარეობს უკაბელო კომუნიკაცია, ანუ ხდება გადამტანი იმპულსების (რადიო ტალღების) სრული ბლოკირება, შესაბამისად, სრული რადიო მაგნიტური ტალღის გათიშვა თავისთავად ნიშნავს, რომ ვერ შეიქმნება საკომუნიკაციო არხები, ტელეფონი კი მართალია რჩება ჩართული, მაგრამ გამოყენების უფუნქციო მდგომარეობაში...
ესეთი ტიპის ჩამხშობი აპარატურა ძალიან იოლად ხელმისაწვდომია, რომელთა შეძენა არც თუ ისეთი რთული საქმეა.. მაგრამ მათ აქვთ გარკვეული შეზღუდვები
მაგალითად:
ისინი ხასიათდებიან მოქმედების შეზღუდული დიაპაზონით, სადაც მათი მოქმედების დიაპაზონი შეიძლება იყოს 10 - მეტრი, 20 ან უფრო მეტიც, აპარატის ტექნიკური დამუშავებისა და წარმომავლობის შესაბამისად…
»»»»»»»
- კონკრეტულ რადიო სიხშირეზე მოქმედი სიგნალის გენერირ-ება და მართვა
ისევე როგორც ტელეფონის მაგალითი, აქაც მისი მოქმედების პრინციპი იგივეა, მაგრამ აქ ხდება შეტევის ორი მხარის წარმოება:
A: პირველი ეს არის შეტევის წარმოება Access Point -ზე ...
B: და მეორე ეს არის მისი ადგილის Access Point -ის დაკავება, ჰოსტების მიტაცების იდეით...
განხორციელების სცენარი შიძლება ასეთი იყოს:
- ხდება მიზანმიმართული შეტევის წარმოება Access Po-int - ზე ან მის საკომუნიკაციო კავშირის არხებზე, რათა მოხდეს მისი გათიშვა, ხოლო შემდეგ მისი ადგილის დაკავება განხორციელდეს...
- ანუ ის ჰოსტები რომლებიც ელოდებიან კავშირს Acc-ess Point - იდან, ლეგიტიმური Access Point - ის ნაცვლად, კიბერ აპარატურის დახმარებით, ქსელში გადაცემას იწყებს ჰაკერი ან აჰაკერთა კარგად ორგანიზებული ჯგუფი, ზუსტად იგივე სიხშირეზე რა სიხშირეზეც მუშაობდნენ ჰოსტები..
- ასევე ქსელის სკანირების შედეგად შეიძლება უკავშირო ჰოსტების აღმოჩენა და მათი მიტაცების განხორციელება...