გავაძლიეროთ თანამშრომლებში ზრუნვის შეგრძნება
ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. და არა საერთოდ, აბსტრაქტულად ადამიანის, არამედ ჩვენი კოლეგის, თანამშრომლის, ჩვენს გვერდით მაგიდასთან რომ ზის. მას ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, შეუძლია იფიქროს, იდეები შემოგვთავაზოს, კოლეგებს დაეხმაროს, ჩვენი ორგანიზაციის სუსტი მხარეები დაგვანახოს. მას შეუძლია ძალიან მოინდომოს და მართლაც წარმოუდგენელი რაღაცები გააკეთოს, თუმცა სამწუხაროდ, ძალიან ცოტა აკეთებს ამას.
მენეჯმენტის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს მათ გუნდში მყოფი ადამიანების განუსაზღვრელი შესაძლებლობის თუნდაც მცირე ნაწილის ორგანიზაციის სასარგებლოდ გამოყენებაა. ერთ-ერთი ქმედითი გზა, რომლის მეშვეობითაც მენეჯერებს ამ ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ, ეს არის გააჩინონ გუნდის წევრებში ზრუნვის შეგრძნება, მომხმარებლებზე, კოლეგებზე და ორგანიზაციაზე ზრუნვისა, სადაც მუშაობენ. თუ რატომ არის ამის გაკეთება საჭირო და როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას, ქვემოთ შევეცდებით გადმოგცეთ.
ზრუნვის შეგრძნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივატორია. ის ადამიანებს ძალას აძლევს ყოველდღიურად სახლიდან გარეთ გამოვიდნენ და იშრომონ იმისათვის, რომ იზრუნონ ადამიანებზე, ვინც ყველაზე მეტად უყვართ. ზრუნვა ოჯახზე, ახლობლებზე, მეგობრებზე, საკუთარ თავზე თითოეულ ჩვენთაგანში დევს და რაც უფრო დიდია ადამიანში ზრუნვის შეგრძნება, მით უფრო განსაკუთრებული რაღაცების გაკეთებისთვის არის ის მზად.