საკუთარი საქმის დაწყების ერთი გზა
ეს უბრალოდ ამბავია, რომელმაც შესაძლოა ბევრს კონკრეტული მოქმედებების დაწყების სურვილი გაუძლიეროს და პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც დაეხმაროს.
საკუთარი საქმის დაწყების ბევრი მაგალითი არსებობს. ყველა, ვინც იწყებს მის პირად გამოცდილებას აგროვებს, ყველა სხვადასხვანაირად გადის ამ გზას. მათთვის ერთმანეთის ისტორიის მოსმენა და წაკითხვა შესაძლოა არც საინტერესო იყოს და არც ბევრის მიმცემი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც სხვადასხვა ორგანიზაციებში დაქირავებულ თანამშრომლად მუშაობს, მაგრამ შეუძლია და უნდა კიდეც რაღაცა თვითონ, დამოუკიდებლად გააკეთოს, რაღაც საკუთარი საქმე წამოიწყოს. მათთვის უფრო მეტი სტიმულის მისაცემად გადავწყვიტეთ ერთ-ერთი ასეთი ისტორია მოგვეყოლა, რომელიც არც დიდი წარმატების მაგალითია და არც უნიფიცირებული მეთოდი ახალი ბიზნესის დასაწყებად. ეს უბრალოდ ამბავია, რომელმაც შესაძლოა ბევრს კონკრეტული მოქმედებების დაწყების სურვილი გაუძლიეროს და პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც დაეხმაროს.
გადაწყვეტილება
ათ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ. ერთ–ერთ დიდ ორგანიზაციაში ვმუშაობდი წამყვან თანამდებობაზე. რამოდენიმე თვე არ მასვენებდა საკუთარი საქმის დაწყების სურვილი, არ მეშვებოდა აზრი იმის შესახებ, რომ წარმატების მიღწევის შანსიც მქონდა. ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჩემთვის გზა დამენახა სად გადიოდა ჩემი შესაძლებლობების ზღვარი. მაინტერესებდა რა იყო ის რის მიღწევასაც თავისუფლების პირობებში შევძლებდი და ვფიქრობდი რომ მხოლოდ საკუთარ საქმეს შეეძლო მოეცა ამის შეფასების საშუალება. მას შემდეგ, რაც ერთი ჩემი 40 წელს გადაცილებული მეგობარი უცერემონიოდ გაუშვეს სამსახურიდან და ფაქტობრივად დიდი ხნის უმუშევრობისთვის გაწირეს ამეკვიატა იმის შიში, რომ რაც დრო გადიოდა სულ უფრო მეტად ვხდებოდი დამოკიდებული სხვებზე. მით უფრო ნაკლები შანსი მქონდა მე თვითონ შემექმნა რაღაცა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი, სულ უფრო იზრდებოდა იმის შანსი რომ ერთხელაც ვკითხავდი ჩემს თავს - ნუთუ მეტი არაფრის გაკეთება შემეძლო?
ცხოვრების ბოლოს იმის შეგრძნება, რომ სტაბილურ ანაზღაურების გაკიდებულმა რაღაცა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან შესაძლოა აუტანელი გამხდარიყო. ძალიან მეშინოდა ამის. სწორედ ამ ფონზე გაჩნდა გადაწყვეტილება დამეწყო საკუთარი საქმე, რაც ბევრ პრობლემას მაგრამ ღირებულ გაკვეთილებს და საინტერესო ცხოვრებას მპირდებოდა. არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, როგორ, ვისთვის, მაგრამ რატომღაც მჯეროდა, რომ თუ ძალიან მოვინდომებდი და ბევრს ვიმუშავებდი აუცილებლად რაღაცა კარგი გამოვიდოდა. სწორედ ეს რწმენა გახდა ამ მიმართულებით პირველი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის სტიმული.
არჩევანი
მახსოვს გადაწყვეტილების მიღება თუ რა მიმართულებით წავსულიყავი და კონკრეტულად რა მეკეთებინა ერთ–ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა ამ პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი იდეა ასწრებს საქმის დაწყების სურვილს და შესაძლოა უფრო ხშირად ჯერ იდეა ჩნდება და მერე ახალი საქმის დაწყების გადაწყვეტილება ჩემ შემთხვევაში ეგ ეგრე არ იყო. თვეზე მეტი დაჭირდა მარტო მიმართულების არჩევას. სამი შეკითხვა, რომელიც მიმართულების არჩევაში გამომადგა, იყო:
ა) რისი კეთება გამომდის ყველაზე უკეთ.
ბ) რისი კეთება მომწონს და მსიამოვნებს ყველაზე მეტად აქედან.
გ) რა სარგებელი შეიძლება მოვუტანო და ვის, და რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მათთვის ეს სარგებელი იმის კეთებით, რაც კარგად გამომდის და რისი კეთებაც განსაკუთრებით მსიამოვნებს.
ამ სამი საკითხის კარგად გააზრებამ დამანახა მთავარი მიმართულება. ძალიან ზოგადად მივხვდი რისი კეთებაც მინდოდა და ვისთვისაც მინდოდა მემუშავა. პოტენციურ შემოსავლებზე ბევრი არ მიფიქრია. მჯეროდა, რომ თუ ვიღაცისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებ და თან კარგად და ამავე დროს მუდმივად ცდილობ უფრო მეტი და მეტი სარგებელი შექმნა მათთვის, ეს აუცილებლად მოგცემს ღირსეული ცხოვრების საშუალებას. შესაბამისად ბევრი კალკულაციები არ მიკეთებია უკვე მიღებული გადაწყვეტილებებით შეიარაღებულმა უფრო დეტალურად საკითხში გარკვევა და პარალელურად პოტენციური თანამგზავრების ძებნაც დავიწყე.
წიგნები, გაზეთები, ჟურნალები და ინტერნეტი
კარგად მესმოდა რომ პირველივე ნაბიჯების გადადგმა უფრო მომზადებულს უნდა დამეწყო. მომზადებულს მათ შორის თეორიულად. სამწუხაროდ ინგლისური მაშინ არ ვიცოდი, ინტერნეტი კი იყო, მაგრამ არც წიგნების ყიდვის შესაძლებლობა იყო განვითარებული და არც მათი ძებნა იყო ადვილი. შესაბამისად ინტერნეტი მაშინ მაინცდამაინც ვერ გამომადგა. რუსულად ერთადერთი პატარა (სულ 180 გვერდიანი) წიგნის მოძიება შევძელი, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან სწრაფად, საკმაოდ საფუძვლიანად „დავამუშავე“. ორი რუსული კომპანია მოვძებნე ინტერნეტში, რომლებიც მსგავსი საქმიანობით იყვნენ დაკავებული და მათ საიტებსაც დეტალურად გავეცანი. დაახლოებით ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ალბათ მთლად ისე არ იყო, როგორც იქ ეწერა მაგრამ ძირითადი მიმართულებების შესახებ მაინც გახდა შესაძლებელი წარმოდგენის შექმნა. ერთი–ორი ჟურნალიც გამოვიწერე ამ თემაზე, მოსკოვშიც დავაბარე მეგობრებს რამოდენიმე ჟურნალის ყიდვა და თემის განვითარების შემდეგ ეტაპზეც გადავედი.
თანამგზავრები
ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად ცოტა ძნელი აღმოჩნდა სწრაფი და ეფექტური მოქმედება. თუმცა ამის დიდი აუცილებლობაც არ