ზღაპრიდან პოემამდე 1. მოგიყვებით მე ერთ ამბავს, სინამდვილეს ზღაპრად თქმულსა,
ეს შეემთხვა ერთსას კაცსა, ჩვენს ქვეყნიდან შორს წასულსა,
მას სახელად გოგა ჰქვია, მართალ სიტყვითა განთქმულსა,
ის ქართველი გაემგზავრა თბილისიდან შორს - სტამბულსა.
2. ამსიშორე გზა მან განვლო თვითმფრინავით, სწრაფმავალით,
სტამბოლს ის პირველად იყო, არ ენახა მანამ თვალით,
დიდ ხანს ათვალიერებდა განთქმულს სილამაზით მრავლით,
შეუმჩნევლად დაუღამდა უამრავ ქუჩების დავლით.
3. საღამოსღა გაახსენდა - რატომც იყო იქ ჩასული,
რომ უნდოდა შეეძინა ოქროული მას თურქული,
რისთვისაც ჩანთაში ედო კარგა გვარიანად ფული,
მან კი ასე სეირნობით გამოლია ის დღე სრული.
4. რაღა ექნა ის იმავ დღეს ვეღარაფერს მოასწრებდა
და ამიტომ გადაწყვიტა, იმ დღეს სტამბოლს დარჩებოდა,
მალე სასტუმროც იპოვა, სადაც ღამეს გაათევდა,
რომ ავიდა მის ნომერში იმ დღეს ნანახს იხსენებდა.
5. თან ფიქრიბდა, რომ ამისთვის დრო ჰქონოდა საკმარისი,
მეორე დღესაც ივლიდა იმ ქალაქში ის ხალისით -
კიდევ ბევრს რამეს ნახავდა, რაც ვერ ნახა მან იმ დღიასით,
მაგრამ მეტს ვერ დარჩებოდა - არ იცდიდა საქმე მისი.
6. იმ საღამოს სულ დაგეგმა - მეორე დღე გონებაში,
შეამოწმა, გადათვალა ფული რაც ჰქონდა ჩანთაში,
მერე იმას იხსენებდა, თუ რაც ნახა იმ ქალაქში,
მას დილითღა მოაფიქრდა - დაერეკა მასთან სახლში.
7. მალევე ასეც მოიქცა - მის მეუღლეს დაურეკა,
ჯერ შვილები მოიკითხა, ბიჭი ლაშა, გოგო ეკა,
მერე ცოლი გააფრთხილა - აბა მეტი რაღა ექნა,
თქვა მოუწევს მას დარჩენა იქ ერთი დღით კიდევ მეტად.
8. ამისთვის ყველა მოუყვა საოცარზე იმ ქლაქზე,
რომ მოეწონა ნანახი იქ იმდენი სილამაზე,
რისთვისაც მთელ დღეს გაერთო - მანამდე ანათებდა მზე
და როდესაც ჩამოღამდა, მაშინ მოსდგა ფიქრს საქმეზე.
9. მერე უთხრა: აბა რაღას მოვასწრებდი უკვე ღამით,
ამიტომაც მე გირეკავ რომ არ შეშინდე შენ ამით,
იცოდე აწი ვიჩქარებ - არ გადავდებ საქმეს არც დღით,
დილიდან ადრე დავიწყებ, არ მოვცდები ერთის წამით.
10. მერე მან გადაურეკა კახას ადრე იმავ დღისით -
ვინაც არის მეგობარი და თან პარტნიორიც მისი,
მასაც სულ ყველა მოუყვა მიზეზს დაგვიანებისი,
რათა გოგას ბიზნესიდან ნახევარი არის მისი.
11. მეორე დღეს ის ჩქარობდა, რომ ეყიდა რაც უნდოდა,
მაგრამ ყველას ვერ ასწრებდა - მანამ ის დღე გავიდოდა,
გაიფიქრა რაც მოასწრო საკმარისი იქნებოდა,
თორემ იგი სამშობლოში იმ დღესაც ვერ მიდიუოდა.
12. მოკლედ დაყაბულდა ნაყიდს - იმ ოქროულს ბიზნესისითვის,
და დარჩენილ ფულს თბილისში მოიხმარდნენ სხვა საქმისთვის,
იმ დღეს კი უნდა ეჩქარა - მოესწრო თვითმფრინავისთვის,
სასტუმროს ტაქსით წავიდა, რომ აეღო ბარგი მისი.
13. იქედან მის სასტუმრომდე სანამ ტაქსი მივიდოდა,
გვარიანი დრო დასჭირდა - გზა იყო არც ისე ცოტა,
კარგა ხანს ის ჩუმად იჯდა - მათი ენა არ იცოდა,
მანამ იგი ტაქსის მძღოლი თავად არ გაეცნობოდა.
14. უთხრა: გატყობთ ქართველი ხართ, ცოტა ვიცი თქვენი ენა -
ჩემმა დედამ შემასწავლა - ქართველი ყავდა მას ნენა,
ამიტომაც ქართველები ძალზედ მიყვარს მე სულყველა,
მათზე ვინმე ძვირს თუ იტყვის გულზე მომაწყდება წყენა.
15. ტაქსის მძღოლის ამ ნათქვამმა გააკვირვე გოგა ძალზე -
ჩაეძია, გამოკითხა ყველაფერი მის დედაზე -
თუ ვინ ყავდა წინაპრები, იცოდა კი რამე მათზე,
რომელ კუთხისანი იყვნენ ესაუბრა მას ამაზე.
16. ჯერ მას ტაქსის მძღოლმა უთხრა, რომ თავად ქვია ასლანი,
გოგასაც ჰკითხა სახელი, გამოკითხა ბევრიც სხვანი,
მერე კარგად დაფიქრდა, რომ გაეხსენა წინაპარნი,
რაზეც ბევრი არ იცოდა მან ძველი დროის ამბავნი.
17. ბოლოს ასე უპასუხა გოგას თავის შეკითხვაზე,
რომ ბევრს ვერას მოუყვება - ცოტა იცის მან ამაზე,
მხოლოდ ის რომ აჭარიდან გადმოსულან ადრე ძალზე
და დიდად არა იცის რა მისი წინაპრების გვარზე.
18. ადგილზე მისულმა გოგამ იცნო ის სასტუმრო მისი,
მაშინვე საათს დახედა და დრო ჰქონდა საკმარისი,
ასლანს უთხრა: რომ გაგიცან მოხარული ვარ ამისი,
მას ისე დაემშვიდობა, ვით ძმა იყო ის თავისი.
19. მან ასლანსაც შეატყო, რომ ისიც იყო მოხარული -
ერთმანეთი რომ გაიცნეს და მოიძიეს წარსული -
ბევრი რამე გაარკვიეს, თუნდ არ იყო იგი სრული,
რითაც კარგად იხალისეს, სუბარი ჰქოდათ ძმური.
20. გოგამ იცოდა წასვლამდე დრო რომ ჰქონდა