გვანცა (პიესა ორ მოქმედებად) მოქმედი პირები
ერმადოსი, გეორდანიის მეფე.
ერლანდა, გეორდანიის დედოფალი
მერიანა, გვანცა, გეორდანიის პრინცესა.
დენუსი, პრინცესა მერიანას გამზრდელი ძიძა.
მილონა, გერანდე,მთავარი ხაზინადარიშვილები.
მურგემირი, პრიცი საბარეთისა.
ნეროდი, მეფის ბიძაშვილი და მისი შვილი დომესი
დემერი, გეორდანიის თავდაცვის უფროსი
გორენი, ნეროდის მომხრე.
მოქმედება 1
სურათი 1
[საღამო ხანს პრინცესა მერიანა სამეფო სასახლის ვერანდაზე დგას]
მერიანა:
ასეთი ღამე იშვიათად თუ მე მენახოს, ან კი საერთოდ მსგავსი ღამე იყო როდესმე? ნიავი ლაღი გულს ნარნარად ელამუნება, მსურნელობა კი მდინარიდან ველს მოფენილი, კიდევ უფრო მეტს, მშვენიერსას ხდის ამ საღამოს.
{აივანზე გამოდის დედოფალი ერლანდა}
ერლანდა:
ამ აივანზე ასე მარტოდ შვილო რადა ხარ? წამოდი მეფე მასთან გიხმობს, საქმე აქვს შენთან.
მერიანა:
ცოტა ხანს აქ ამ აივანზე კიდევ დავრჩები, მერე კი მამას ვეახლები, ნეტავ რა უნდა?
ერლანდა:
კი მაგრამ ახლავ წამოსვლაში, ხელს გიშლის რამე?
მერიანა:
არც არაფერი - ცოტა ხანი მინდა აქ დავრჩე.
ერლანდა:
აქ ასე მარტოს, რატომ გინდა შვილო დარჩენა?
მერიანა:
ნუთუ ვერ ამჩნევ, რა მშვიდი და ლაღი ღამეა? მხოლოდ მინდა, რომ ამ სიმშვიდეს ცოტა ვუსმინო, თან სურნელება მშვენიერი კიდევ ვისუნთქო.
ერლანდა:
რით გაგაოცა შენ ამ ღამემ ჩვეულებრივმა, განსაკუთრებულს ვერას ვხედავ ამ ყველაფერში.
მერიანა:
რა დაშავდება მამას ახლავ რომ არ ვეახლო? ასე საჩქაროდ რად მაძალებ მასთან წამოსვლას, რა დავიჯერო შენ არ იცი რისთვის მიბარებს? ბარემ მითხარი და გადავწყვეტ საჩქაროა თუა.
ერლანდა:
ვიცი თუ არა ამას დიდი აზრი არ ააქვს, წამოდი და იქ მოვისმინოთ ერთად ყოველი.
მერიანა:
გატყობ, რომ იცი მეფეს რაც აქვს ჩემთვის სათქმელი, გთხოვ დედა მითხრა, ნეტავ ამით რა დაშავდება? თან მზად ვიქნები, მის შეკითხვას რა ვუპასუხო.
ერლანდა:
არა შეკითხვა არა აქვს რა, საქმეზე გიხმობს.
მერიანა:
კი მაგრამ, როდის მითანხმებდა ქვეყნის საქმეებს? თან მეუბნები საჩქაროა და დროს ნუ ვკარგავ.
ერლანდა:
არა, რა ქვეყნის საქმეები, ეს შენ გეხება, შენი ცხოვრების მომავალი, რომ გადავწყვიტოთ.
მერიანა:
მე მგონი ვხვდები, თუ რად ჩქარობს მამა ჩემს ნახვას, მაგრამ ჯობია თავად მითხრა ეს ყველაფერი, თორემ იცოდე წამოსვლაზე ვერ დამითანხმებ.
ერლანდა:
მეფე გიბარებს, როგორ ბედავ ასეთ საუბარს!
მერიანა:
კი მართალია ის მეფეა და მბრძანებელი. მაგრამ მე მისი ხომ შვილი ვარ უსაყვარლესი და გთხოვ ნუ ცდილობ მისით ასე, რომ შემაშინო.
ერლანდა:
კარგი ვეცდები, რომ აგიხსნათ მეფეს რაც უნდა - შენი თანხმობა რად ჭირდება, თანაც საჩქაროდ, რათა ერმადოს, თავად მეფემ საგარეთისა შიკრიკი მისი მოგვიგზავნა, რომელმაც გვამცნო - ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა, რომ განვამტკიცოთ, ამისთვის ძალზედ უნდა ჩვენთან მას დამოყვრება, რისთვისაც შენს ხელს გვთხოვს საჩქაროდ მისი ვაჟისთვის.
მერიანა:
რას ამბობ დედა, მერე ამას მამა დათანხმდა?
ერლანდა:
მეფის ასულის, რაინდ პრინცთან დაქორწინებას გასაკვირია მამაშენი დასთანხმებოდა?
მერიანა:
ვიცი ეგ პრინცი, მურმიდუსი, ძე დომესისა, ბევრი მსმენია რაინდობის მისის შესახებ, სილამაზითაც ამბობენ რომ გამოირჩევა, ისიც მსმენია, რომ გულგრილი მექალთანეა, რის გულისთვისაც სულ არ ჩქარობს ცოლი შეირთოს და ამის გამო საყვარლებსას მისს შეელიოს, რისთვისაც ალბათ ჩემს ცოლობას ის არ ისურვებს, რაც მეც არ მინდა მურმიდუსის მეუღლეობა.
ერლენდა:
როგორც აქ ჩვენთან მეფის სიტყვას ყველა ასრულებს, იმათთანც ვერვინ ვერ გადავა ხელმწიფის ნებას, ასე, რომ, რადგან ხელქვეითი მან მოგვიგზავნა, მისი შვილიც მას დასთანხმდება, უარს ვერ იტყვის.
მერიანა:
მე უარს ვამბობ - ვერ გავყვები მას მექალთანეს, მითუმეტეს, რომ ის არასდროს, არსად მინახავს.
ერლანდა:
ალბათ უარის შენის თქმისა სხვა რამ იქნება, თორემ არ ვიცი რა ვიფიქრო ამ შენს ნათქვამზე, რათა იცი რომ ის პრინცია, სახელგანთქმული, რაინდობით და სილამაზით გამორჩეული.
მერიანა:
სხვა მიზეზი მე არა მაქვს რა გარდა იმისა, რომ არ ვაპირებ ვინმეს გავყვე უსიყვარულოდ.
ერლანდა:
ათასში ერთხელ თუ მომხდარა მასეთი რამე, რომ პრინცმა ცოლად მოიყვანოს ვინმე პრინცესა, ვისაც იცნობს და უკვე უყვართ მათ ერთმანეთი.
მერიანა:
კი მაგრამ დედა რა, არა მაქვს იმის უფლება, რომ პოლიტიკის გარიგების მსხვერპლი არ გავხდე და შევიყვარო თავად ვინმე, თუნდ არა პრინცი? იმას ჩემს რჩეულს ცოლად გავყვე მე სიყვარულით.
ერლანდა:
ასეა შვილო, სახელმწიფოს თუ დაჭირდება ჩვენი გრძნობები ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ, თავადაც მეც, ხომ როგორც შენ ხარ პრინცესა ვიყავ და მამაშენი პრინცი იყო გეორდანიის, როცა მას შემრთეს, ჩვენთვის მაშინ არა უკითხავთ. რათა ჩვენს