ფარდა:
პუაროს უკანასკნელი საქმე აგათა კრისტის ეს ბოლო წიგნი ერკიულ პუაროს უამრავ თაყვანისმცემელს გაახარებს, როგორც შესაძლოა, ყველაზე საუკეთესო, მიუხედავად იმისა, რომ ის დაამწუხრებს კიდეც მათ, რადგან აქ პუარო უკანასკნელად გამოჩნდება. ბელგიელი დეტექტივი კვლავ ბრუნდება სოფლის სახლში, სადაც მან თავი დაგვიკრა პირველ დეტექტიურ რომანში, სახელწოდებით „იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში“. რომანი, რომელიც ოცდაათ წელზე მეტი ხნის წინ დაიწერა, მაგრამ დღემდე აღგვაფრთოვანებს, აგათა კრისტის შემოქმედების ტრიუმფალური და კულმინაციური მომენტია, ვინაიდან პუარო თავის ბოლო საქმეს მისთვის დამახასიათებელი ბრწყინვალებითა და ორიგინალურობით ხსნის.
კოლინზი, სენტ-ჯეიმზ ფლეისი, 1975