მიძღვნა ვუძღვნი ანას, რომელმაც „ბეჭდების მბრძანებელიც“ კი გვერდზე გადადო, რათა ეს წიგნი წაეკითხა (განა შეიძლება შვილისგან ამაზე მეტი მოითხოვო?) ვუძღვნი ასევე ელინორს, რომელმაც საკუთარი სახელი დამითმო, თუმცა იგი ფერიების დედოფალს არ დავარქვი.
„მოდიოდა, მოდიოდა. სიტყვა მოდიოდა და მოდიოდა, მოდიოდა ღამეში და უნდოდა ციალი, უნდოდა ციალი. ფერფლი. ფერფლი, ფერფლი, ღამე“. პაულ ცელანი ( ცელანი, პაულ (1920-1970) – გერმანულენოვანი სიურრეალისტი პოეტი.), „შეზღუდულობა“