ვეფხისტყაოსანი 1.1. ვინც შექმნა სამყარო თავისი მძლეთა-მძლე ძალით, || 2. ზეციურ (ზეგარდმო) არსთ შთაბერა ცით მონაბერი სული, || 3. ჩვენ – კაცთა მოგვცა ქვეყანა, უთვალავი ფერით რომ გვაქვს, || 4. მისგანაა ყველა ხელმწიფე მის მიერივე სახით.
2.1. ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენი ყოველი ტანის სახე, || 2. შენ დამიფარე, მიბოძე ეშმაკის დათრგუნვის ძალა, || 3. მომეცი მიჯნურთა სურვილი, სიკვდილამდე გასატანი, || 4. [შემაძლებინე] იქ (საიქიოს) წასატან ცოდვათა შემსუბუქება.
3.1. ვისაც შვენის – ლალისებრი ღაწვისა და გიშრისფერთმიანი მეფე-მზის – თამარის ლომს, – შუბისა და ფარ-ხმლის ხმარება, – არ ვიცი, როგორ შევკადრო რჩეული ხოტბის შესხმა? მისმა მჭვრეტელებმა მართლაც შაქარი და გოლეული თაფლი უნდა მიართვან.
4.1. სისხლის ცრემლების ფრქვევით ვაქოთ მეფე თამარი, || 2. ვისი რჩეული ქებანი უწინ მე მითქვამს, || 3. მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად – რხეული ლერწამი, || 4. ვინც ისმენს, გულს განწონილი ლახვარი დაესობა.
5.1. მიბრძანეს მათ (თამარის) საქებად ტკბილი ლექსების თქმა, || 2. წარბ-წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა, || 3. თლილი, მიჯრით მიწყობილი ბროლ-ბადახშის (ბაგე-კბილის) ქება, || 4. მაგარ ქვასაც ტეხს ტყვიის რბილი გრდემლი.
6.1. ახლა გამოსათქმელად მჭირდება ენა, გული და ხელოვნება, || 2. (ღმერთო), მომეცი ძალა, შეწევნა კი შენგან მაქვს, რომ მასზე ვიფიქრო; || 3. ამით მწედ ვექმნეთ ტარიელს, მოხდენილად რომ უნდა ხსენება, || 4. ეს სამი მნათობი გმირი ერთმანეთს ემონება.
7.1. მოდი, დავსხდეთ, ტარიელისთვის შეუშრობელი ცრემლი გვდის; || 2. მართლაც, მისებრი დაბადებით მაინც ვინ შობილა? || 3. დავჯექ მის გამო გულს ლახვარსობილი, და რუსთველმა გავლექსე, || 4. აქამდე ამბად თქმული, აწ კი ნატიფად ასხმული მარგალიტი.
8.1. მე, რუსთველი, სიშმაგით ჩავდივარ ამნაირ საქმეს: || 2. ვისაც მორჩილებს ჯარი სპათა, მისთვის ვშლეგობ, მისთვის მკვდარი; || 3. დავუძლურდი, მიჯნურთათვის წამალი კვლავ არსით (არსაიდან) არის, || 4. ან განმკურნოს, ან (მაღირსოს) სამარის მიწა.
9.1. ეს სპარსული ამბავი, ქართულად გადმოთარგმნილი, || 2. როგორც ობოლი მარგალიტი, ხელი-ხელ საგოგმანები, || 3. ვპოვე და გავლექსე, საჭოჭმანო საქმე ვქენი. || 4. ჩემმა ხელმქმნელმა (გამშმაგებელმა), ლაღმა და ლამაზმა დამრთოს ამისი ნება.
10.1. მისგან (თამარისგან) უსინათლო თვალებს ენატრებათ ხელახლა ხედვა; || 2. აჰა, გული გამიჯნურდა, წილად ხვდენია ველზე რბენა! || 3. ითხოვოს ვინმემ ჩემთვის, რომ კმარა ხორცის წვა და სულს მისცეს ლხენა; || 4. სამ საქებარ გმირს თითქმის (ლამის) სახოტბო ლექსები უნდა მოუვლინონ (უნდა ვლენა).
11.1. ვისაც რას მისცემს ბედი, დასჯერდეს და მასზე ლაპარაკობდეს; || 2. მუშა მუდამ მუშაობდეს, მეომარი მამაცობდეს; || 3. ასე მიჯნურს მიჯნურობა უყვარდეს და კიდეც სცნობდეს, || 4. არც ვინმემ დასცინოს და არც
სხვას დასცინოდეს.
12.1. შაირობა (პოეზია) იმთავითვე სიბრძნის ერთი დარგია, || 2. საღვთო საღვთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდად მარგებელი, || 3. ასე აქაც (ამქვეყნად) ეამება, თუკი ისმენს ვარგი კაცი, || 4. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, ამიტომაა შაირი (ლექსი) კარგი.
13.1. როგორც ცხენს გამოსცდის გრძელი გზა და დიდხანს ჭენება, || 2. მობურთალს – მოედანი, ზუსტად დარტყმა და მარჯვედ მოქნევა, || 3. ასე მელექსესაც – გრძელი ლექსების თქმა და უკან დახევა, || 4. როცა გაუჭირდება საუბარი და ლექსი დაუწყებს კლებას (გამოლევას).
14.1. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირეობა, || 2. როცა ვეღარ ჩასწვდება ქართულს და ლექსი დაუწყებს ძვირობას; || 3. არ შეამოკლოს ქართული, ნუ იქნება სიტყვაძუნწი, 4. ხელმარჯვედ იქნევდეს ჩოგანს, გამოიჩინოს დიდი გმირობა.
15.1. მოშაირე არა ჰქვია, თუ სადმე იტყვის ორიოდე ლექსს, || 2. თავი სულაც ნუ ჰგონია კარგ მელექსეთა სწორი; || 3. იქნება თქვას თითო-ოროლა ურთიერთშეუსაბამო სიტყვა, || 4. მაგრამ ამბობს „ჩემი სჯობსო“, ჯიუტობს ჯორივით.
16.1. მეორე – მოკლე ლექსი იმ მელექსეთა ხვედრია, || 2. რომელთაც არ ძალუძთ გულის გამგმირავ სიტყვათა სრულყოფა; || 3. მას ვადარე უხეირო (ბედითი) მშვილდი ყმაწვილი მონადირეებისა, || 4. დიდს რომ ვერ კლავენ, ძალუძთ მხოლოდ პატარა ნადირთა ხოცვა.
17.1. მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ და სამღერლად, || 2. სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა ყბადასაღებად. || 3. ჩვენ მათიცა გვეამება, რასაც კი ნათლად იტყვიან, || 4. მოშაირე არა ჰქვია, ვინც ვერაფერს იტყვის გრძლად.
18.1. საჭიროა, რომ მელექსე თავის ნაჭირნახულევს ფუჭად არ ფანტავდეს. ||