მისი წილი მდუმარება კატო ჯავახიშვილის სახელი უკვე კარგად ნაცნობია
ქართველი მკითხველისთვის. მისი ლექსების ახალი წიგნი
საინტერესოა, დაფიქრებული, ხატებით და ნიშნებით სავსე.
ერთ ლექსს ასეც ჰქვია „ნიშნები“
. ეს არის ლექსი სიკვდილზე,
უფრო სწორად, მის მრავალსახეობაზე:
სიკვდილი პათეტიკური - სიტყვა ქვეყანა, ომები,
გმირების დამარხვა.
და მზე როცა ამოდის, მაინც შავი ფერი ადევს მიწას.
სიკვდილის
მიწიერი ჰიპოსტასი მარტოობაა.
„ისე გაავსეს მოგონებით დიდი ტომრები,
რომ ერთმანეთი დაეკარგათ“
.
ამ დროს მზე ჩადის, მიწა, უკვე კანონიერად, შავია.
ბავშვის გაჩენა, თითქოს სიკვდილის უარყოფა, როცა
მშობლებს
აქვთ არჩევანის უფლება, ბავშვს კი, არა. ვინ ჰკითხა
მას, უნდა თუ არა ხეიბარ კაცად, მეძავად ან ჯარისკაცად
იქცეს? აქაც რეფრენი შავი მიწაა, რასაც ნგრევა მოჰყვება.
და ბოლოს, ხელოვნების, ლიტერატურის, განწყობის დიდ
ტყუილამდე
მივდივართ, რომელიც გაფეტიშებული გვყავს,
სინამდვილეში
კი, იქნებ სულაც სისულელე და აბდაუბდაა ეს
ყბადაღებული
მხატვრული ტყუილი სიკვდილთან შედარებით?
ამ ლექსში სევდა კაეშანს უახლოვდება, შავია, გამოსავალი
არ ჩანს.
მაგრამ არის კიდევ ტკბილი სევდაც, არანაკლებ მკაცრი
და შემაძრწუნებელი, ლექსში „ლოლიტა“
, როცა ბავშვს
ლამის დედის
მუცლიდან ართმევენ ბავშვობას, სექსის ბნელ
ფსკერებს აჩვენებენ,
როცა მის
„სხეულში კარამელები
ნელ-ნელა მიმწვარ შაქრის ტბაში იძირებიან“
.
და ნაბოკოვის ალტერ ეგოს, ვნებადაცლილის და სათვალემოხსნილის,
ფეხებთან ეს ბავშვობაწართმეული ქალი ზის.
სიშავისთვის
ეცოდება პოეტს გოგო და ყაყაჩოებს ეძებს მის
სხეულზე
თუ მიწაში.
კატო ჯავახიშვილის ლექსები ამით არის საინტერესო და
არა რითმების გაუთავებელი ძებნით, ყოველთვის არსებულის,
მაგრამ ახლა მოდაში შემოსული ანჟამბემანის მოძალებით,
თუმცა არც ეს უნდა იყოს უცხო პოეტისთვის, როცა ის
ხელოვნების საყრდენს - ხელობასაც კარგად ფლობს, როცა
ლექსის ფორმა ისეა მორგებული
აზრზე, რომ თვალშისაცემი
და გაკეთებული კი არ არის, არამედ ორგანულია, ოფლისა
და ძებნის კვალი არ ეტყობა.
ლიტერატურის თეორიის სახელმძღვანელო წაკითხული
უნდა გქონდეს, მაგრამ გვერდზე გადადებული, როცა ღმერთი
ლექსს გკარნახობს და შენ წერ. მაშინ გამოგივა ასეთი ხატი:
„მორღვეულ
ღიმილს სარკის წინ რომ ვერ ისწორებდი“
.
რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ მეტაფორა ზედმეტ
სამკაულად იქცა, რომ ლექსი უნდა იყოს სადა (ოღონდ არა
მარტივი), თუ შენი ხედვა არ განსხვავდება სხვა პოეტის
ხედვისგან,
თუ სხვაგვარად დაწახნაგებული ბროლი არ გიზის
თვალში და, ვთქვათ, შენი მთა სულ სხვა მთაა, გალაკტიონის
სასწაულს არ ჰგავს, მაგრამ შენია, ისეთი რაკურსით
მოაბრუნე მკითხველისკენ,
რომ დაანახე, მოაწონე, ამას
მეტაფორის გარეშე ვერ შეძლებ. ეს არის, უაზროდ არ უნდა
დაახვავო იგივე მეტაფორები.
ასე თავისებურად ხედავს პოეტი ჯარისკაცებს, რომლებიც
„სიცარიელით ამოვსებულ რკინის ჯამიდან მოლოდინს
თქვლეფენ“
,
ხედავს, რომ მათი ცოლები ტკბილ ფლავს ჭამენ,
პუდრს იცხებენ
სახეზე, მოლოდინისგან და სურვილისგან
დამძიმებულ სხეულებს
დაატარებენ და იმასაც ხვდებიან,
რომ მათი კაცები, ჯარისკაცები,
სხვა ქალებთან წვანან
და ამ მწარე სიმართლეს ქიშმიშით და ცუკატებით ვეღარ
დაიტკბობენ.
ტრაგიკულია ლექსი „ჭუპრი“
, სადაც პოეტი პარალელს
ავლებს
პეპლებად ქცეულ ჭიებსა და თვითმკვლელთა შვილებს
შორის,
რადგან მახინჯი ჭიაც თავისი ნებით კვდება,
რომ მშვენიერი
პეპელა გაჩნდეს, ისევე, როგორც ბალახები
და ყვავილები
ეუბნებიან
მინდიას, როდის შეიძლება მათი
მოწყვეტა, რომ ადამიანს
უწამლონ, ესეც მათი თავგანწირვა
თუ თვითმკვლელობაა, თორემ
ცელის უფრო არ უნდა ეშინოდეთ,
ვიდრე სეტყვის? ამიტომ პეპელა
თავისთავში უსათუოდ
ატარებს იმ ჭიას, თვითმკვლელის შვილი
- ხელებს, ტუჩებს,
თვალებს მშობლისას, დაუმცხრალ გენეტიკას
„თვითმკვლელთა შვილებს
შეგვინდე, ღმერთო!“
საინტერესოა კატო ჯავახიშვილის ლექსის ფორმა -
ერთ ლექსში ვერლიბრის და კონვენციური სტროფების
მონაცვლეობა. მისი კონვენციური ლექსიც თავისებურია,
არავის არ ჰგავს.
„რამდენს მოითხოვ ნეტა, შენს წილ მდუმარებაში, რამდენი წელი
გავიდეს უნდა. გზა დამოკლდეს. დასველდეს სხვენი. გამოიარონ
გზაზე სხვებმა. უყვარდეთ. ცრიდეს. შენ ფურირემი გამოწელო.
გაიხსნას მიწა. წამოსცვივდეს ბელტი ნიადაგს“
.
ამ ხშირ წერტილებს სტრიქონში, სადაც სხვას შეიძლება
მძიმე დაესვა, სტოკატოთი მიჰყავს ლექსის