* * * (ბეღურა – აქაური ჩიტია,
)
ბეღურა – აქაური ჩიტია,
მერცხალი – გადამფრენი ფრინველი...
სიცოცხლეც – ზოგიერთი ოღონდ –
სიცოცხლეც – გადამფრენი ფრინველი...
ვიცით? – აქ ვის ვტოვებთ სიყვარულს,
ვიცით? – იქ, ედემში ვინ გველის...
სიცოცხლე – ზოგიერთი ოღონდ –
სიცოცხლეც – გადამფრენი ფრინველი...
ისევ – შემოდგომა დადგა!
ისევ – გადაფრინდა მერცხალი...
ისევ – დღე დღეს ემატება,
ისევ – მემატება მეც ხანი...
დღეს ორშაბათი დღეა,
ნოემბრის თვე, სამშაბათი, პირველი!
მერცხალი – გადაფრინდა უკვე...
სიცოცხლე – გადამფრენი ფრინველი...
გულს მიოხებს ლექსი და ღვინო და
გულს მიწყნარებს მეც ქალი..
მერცხალი – გადაფრინდა უკვე...
სიცოცხლეც – გადამფრენი მერცხალი...
(ჩემი დამსახურებაცაა ალბათ,
მსხვერპლი რომ არ გავხდი მეც გალიის...
მერცხალი – გადამფრენი ფრინველი!
სიცოცხლეც – გადამფრენი მერცხალი...)...