წერილები
ესეები
ჩანაწერები ვიკილიკსი ვიცით, რაც არის!
ვიკილექსი ვიკილიკსის ქართული ანალოგია, უფრო სწორედ, ქართული ვიკილიკსის, ვირტუალური ვიკილიკსის ერთერთი ვერსია.
იქნებ სწორად ვერ გამოვთქვი სათქმელი! არაუშავს. გზადაგზა, როცა ჩემს ტექსტებს გაეცნობით, მიხვდებით, რის თქმა მსურდა, და იმასაც გაიგებთ, რით ჩამოგავს ვიკილიკსს ვიკილექსი, ან ჩამოგავს თუ არა საერთოდ! იქნებ ეს მხოლოდ სურვილია ჩემი, გავდეს ჩემი ჩანაწერების ახალი ციკლი პოპულარულ ვიკილიკსს!
ცხადია, ვიკილექსი არ უდრის ვიკილიკსს – ჩვენი ამოცანა და თემატური თვალსაწიერიც, ჩვენი ჩანაფიქრის მასშტაბები ბევრად შეზღუდული და მარტივია – ჩვენ კომუნიზმის დროინდელი პოეტებისა და მათი მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობას შევეხებით და არც კომუნისტი პოეტის მორალს დავტოვებთ უყურადღებოდ.
ამ სათაურის ქვეშ – ვიკილექსი – ყველას შეეძლება თავისი პოზიციის გაცხადება. პროექტი, ცხადია, ლუსტრაციის ელემენტებსაც გულისხმობს...
რატომ „ვიკილექსი!“
ძველებს ახსოვთ კომპარტიის ცეკას მდივანი იდეოლოგიის დარგში, ქალბატონი ვიკა სირაძე! სწორედ ვიკა სირაძე, იგივე ვიკი სირაძე იჩენდა უდიდეს სიმტკიცეს საეჭვო პოეტური გამოხდომების წინააღმდეგ ბრძოლაში. დაუჯერებელიც კი ჩანდა ზოგჯერ სუსტი სქესის წარმომადგენელისაგან ის ულმობელი დასკვნები და გადაწყვეტილებები, რაც ქალბატონ ვიკის კომუნიზმის მტრობაში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ გამოჰქონდა. სწორედ იმ დროს დაიბეჭდა ჩემი ერთი ლექსი „ალბერ კამიუს თუთიყუში“. ლექსი იმდენად პატარაა, ალბათ არაფერი დაშავდება, მთლიანად თუ მოვიტან: