პოეტი-პაროდია ჩარლი ჩაპლინის გენიალური ხუმრობა მაგონდება, ჰიტლერს რომ უჩივლა – პლაგიატობა დასწამა – ულვაში მომპარაო!
ამ ბოლო დროს ჩვენს სახელმოხვეჭილ პოეტს იოსებ ნონეშვილს გვერდით მისი რამდენიმე პაროდია ამოუდგა. ამ პაროდიული ტიპების გამოცნობა იმდენად იოლია, მათი დასახელებისა და დახასიათებისაგან თავს ვიკავებ. ვიტყვი მარტო იმას, რომ შესაძლოა არა მარტო ლიტერატურული ნაწარმოების, არამედ მისი ავტორის საქციელისა და ცხოვრების წესის – ასე ვთქვათ, ულვაშის – მითვისება!
ლიტერატურული კრიტიკა ვალდებულია, ორივე შემთხვევაში ამხილოს პლაგიატი!