იტვირთება...

ტროა

ქეთი ნიჟარაძე

2014 წელი | ილიონი
5,258 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
"ამ წიგნის მიზანი არ არის ჰომეროსის საკითხის მთელი სისრულით კვლევა. არც მის შესახებ არსებული ზღვა ლიტერატურის მიმოხილვა და კრიტიკული შეფასება. მე მიზნად დავისახე ჰომეროსის „ილიადის“ თერთმეტი, ჩემი აზრით, პოეტური თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო სცენის თარგმნა და მათი ინტერპრეტაცია, რათა მკითხველმა დაინახოს, როგორი ოსტატობით აგებდა ევროპული ლიტერატურის უძველესი პოემის ავტორი თავის სცენებს, რითაა იგი სანიმუშო დღევანდელი პოეტებისთვის და საინტერესო – თანამედროვე მკითხველისთვის." 
 მთარგმნელი - ქეთი ნიჟარაძე
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
თანამედროვე მკითხველი განებივრებულია მსოფლიოს ლიტერატურული მემკვიდრეობით. მას შესაძლებლობა აქვს, ეზიაროს სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის, განსხვავებული მენტალიტეტის მქონე ხალხის მხატვრული ლიტერატურის შედევრებს. ბუნებრივია, მკითხველის წინაშე პერიოდულად დგება არჩევანის საკითხი – რომელი მწერალია მისთვის ყველაზე ახლობელი, რომელ პოეტთან შეხვედრა ანიჭებს მეტ ესთეტიკურ სიამოვნებას და, საერთოდ, რას აძლევს მხატვრულ ტექსტთან ზიარება. სხვადასხვა გემოვნების ადამიანს აქვს დიდი არჩევანი, მაგრამ მსოფლიო ლიტერატურაში არის სახელები, რომელთა აღმატებულობაზე, პირველობაზე, ამ სიტყვის ფართო გაგებით, არავინ დავობს. ასეთ სახელთა შორის არის ჰომეროსი, რომელიც სათავეს უდებს არა მარტო ბერძნულ მწერლობას, არამედ ევროპულ ლიტერატურას და, შეიძლება ითქვას, ევროპულ ცივილიზაციას.
 ჰომეროსი ძვ. წ. აღ. VIII საუკუნეში მოღვაწეობდა და საქმეში ჩაუხედავი ადამიანის წინაშე სავსებით ბუნებრივად წამოიჭრება კითხვა: რამდენად დასაშვებია, რომ ჩვენგან დროში ასე დაშორებული პოეტი დღემდე იყოს კაცობრიობის ინსპირაციის მძლავრი წყარო, რატომ მიიჩნევენ მას ყველა ეპოქის უდიდესი მოაზროვნეები და პოეტები თავიანთ წინაპრად, რა არის მის პოემაში ისეთი, რაზეც დღესაც შეიძლება ბევრი ისწავლოს როგორც ჩვეულებრივმა მკითხველმა, ასევე ამოუწურავი ინფორმაციით განებივრებულმა რაფინირებულმა მწერალმაც.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ტროა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2014
თარგმანი:
ბერძნულიდან
მთარგმნელი:
ქეთი ნიჟარაძე
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
5258
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]