წინასიტყვაობა ვაჟა ხორნაულის ფიქრის ნაკადი ფილოსოფიური ეჭვებისა და ვარაუდების მერყევ გრადაციებში აქეთ-იქით კი არ აწყდება და იტანჯება,არამედ გზადაგზა სიბრძნის მშვიდ ყვავილებს მოისხამს და უკიდურესი სისადავით გამახსოვრებს თავს.
ვაჟას პოეზია აუცილებლად შენთვის,ჩუმად უნდა წაიკითხო.მის პოეზიას ახლავს დიდი სიმშვიდე და დიდი სიჩუმე.ეს ძალიან გასაკვირია დღევანდელ ატმოსფეროში,ჩვენს ეპოქაში და არამარტო საქართველოში...
მაკა ჟოხაძე