ღამეს.
ღამეს შევაჩვიე ფიქრი წარსულიდან,
ღერსაც მოვუკიდე, მერე გავაბოლე,
ფიქრში დავბერდიდა, გული ამიტირდა,
მერე ცრემლები წარსულს გავაყოლე,
ღამეს ტკივილები ფეთქავს წარსულიდან,
როგორც ცაში ისმის ბნელი ქუხილია,
ტკივილს შევაცოდე ბნელი მომავალი,
კენტად გაჩენილი ჩემი წუხილია,
ღამეს სევდის ფერი მოჩანს ბილიკები,
ნუთუ ლამპიონებს მთვარე გაურბოდა,
ფიქრებს აყოლილი, უცხო მიმიკები,
ასე უნამუსოდ მაინც რაუნდოდა,
ღამეს შეჩვევაში ვერვინ აჯობებდა,
მზე რომ ყოფილიყო შუა ღამითაც,
მე რომ შემძლებოდა შენი დაბრუნება
არ დავფიქრდებოდი ერთი წამითაც,
ღამეს მეტად მიყვარს მუზა გაჩენილი,
ერთად მოვყრი წლებს ნატარებს,
აუხდენელი ოცნება გერქვა,
ისე გყვარებოდი როგორც პატარებს,
ღამეს კარგად მოჩანს შენი მოჩვენება.
ბინდში გახვეული ქუჩას რომ მიყვება,
ალბათ წლები გავა ისევ შენს გარეშე,
მერე სიზმრები ჩვენზე მომიყვება,
ღამე ნათენები დღეები,
ღამეს ტკივილები ფეთქავს წარსულიდან,
როგორც ცაში ისმის ბნელი ქუხილია,
ტკივილს შევაცოდე ბნელი მომავალი,
კენტად გაჩენილი ჩემი წუხილია,
შემოდგომის !
შემოდგომის ქარში,
შემოდგომის ბოლოს,
ზღვა ღელავდა მაშინ,
თან ცეკვავდა სოლოს,
შემოდგომის წვიმას,
შემოდგომის ქროლვას,
მონატრებულ იმას,
გახსენებულ თრთოლვას,
შემოდგომის ტკივილს,
შემოდგომის ფოთლებს,
თან უაზროდ კივილს,
გაშავებულ ბოთლებს,
შემოდგიმის ქუჩებს,
შემოდგომის ქარში,
მონატრებულ ტუჩებს,
არ დავეძებ სხვაში,
შემოდგომის ქარში,
შემოდგომის ბოლოს,
ზღვა ღელავდა მაშინ,
თან ცეკვავდა სოლოს,
შემოდგომის ბოლოს,
შემოდგომის ბოლოს.