მოქმედი პირნი:
კლაუს მიულერი – მეშახტე. პიესაში მოხვედრილია 1866 წლიდან. გერმანელი კაცი ქალაქ ესენიდან, რომელიც ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიაშია. 50-55 წლის;
ვაჟა ასლამაზიშვილი – მეშახტე. პიესაში მოხვედრილია 1991 წლიდან. ქართველი კაცი ქალაქ ჭიათურიდან, რომელიც საქართველოშია, მის დასავლეთ მხარეს, იმერეთში. 70-75 წლის;
ჯონ ტეილორი – მეშახტე. პიესაში მოხვედრილია 1984 წლიდან. ინგლისელია. იორკშირიდან, რომელიც ჩრდილოეთ ინგლისშია. 35-40 წლის;
პეტრო ბოიკო – მეშახტე. პიესაში მოხვედრილია 2018 წლიდან. უკრაინელია, ქალაქ მოლოდოგვარდეისკიდან. აღმოსავლეთ უკრაინიდან, ლუგანსკის ოლქიდან. 16-18 წლის;
ჰადესი – მიწისქვეშეთის მბრძანებელი;
ცერბერი – ჰადესის მსახური. შიშისმომგვრელი არსება, რომელიც თურმე ულამაზესი ასულია;
მაცნე – ძალიან მოხუცი ქალი;
ქორო – სხვადასხვა ასაკის ქალიშვილებისგან შემდგარი არასამთავრობო ორგანიზაცია;
ზევსის ხმა;
ნაბადში გახვეული პერსეფონე.
მოქმედება მიწისქვეშეთში, ჰადესის სამფლობელოში მიმდინარეობს.
პიესაში პეტრო ბოიკო მღერის სიმღერას „სულიკო“. ტექსტის ავტორი: აკაკი წერეთელი, მუსიკის ავტორი: ბარბარე წერეთელი.