აჰა საცაა ხე წაიქცევა მეფე
I მინისტრი
II მინისტრი
III მინისტრი
IV მინისტრი
I განდგომილი
II განდგომილი
III განდგომილი
IV განდგომილი
IV ჩაფარი
II მებრძოლი
კუდიანი დედაბერი
(სცენა წარმოადგენს მრგვალ ნახევარწრეს. უკან დიდი მრგვალი საათია, რომლის ისრებიც უკან, უკუღმა მოძრაობენ. საათის მარჯვნივ და მარცხნივ დროშები ჰკიდია, შუაში დიდი მთავარი დროშა, რომელიც ათ წუთში ერთხელ იცვლება. სცენაზე ბზრიალ-ბზრიალით გამოდის კუდიანი დედაბერი. გ ცეკვა-ცეკვით უვლის წრეს და ერთდოულად ტაბაკონის როკაპსა და ინდიელების შამანსა ჰგავს. ერთ ხელში ზანზალაკებიანი დაირა, მეორე ხელში კი გველი უჭრავს, რომელსაც დაირაზე ურტყამს და ნელა, ჩურჩულით იწყებს ლაპარაკს. ჯერ გაუგებრად ბუტბუტებს, შემდეგ კი ხმას უმატებს და ბოლოს ექსტაზში ჩავარდნილი, მთელი ხმით, კივილით ამთავრებს თავის მონოლოგს.)
კუდიანი დედაბერი: - ახლოვდება, ახლოვდება, ახლოვდება. აღსასრული ახლოვდება. სულ მალე დედამიწა გასკდება, გასკდება, გასკდება, მალე, სულ მალე, ყველანი უფსკრულში ჩაინთქმებით. იფეთქებს, დიდი წითელი ნათელი იფეთქებს, ყველა ვულკანი ერთიანად ამოიფრქვევა, მთები გაიპობიან, ზღვები ადუღდებიან. მმწვერვალები ადუღებული ცეცხლის ოკეანეში ჩაინთქმებიან, ყველანი დაიწვებით, დაიხრუკებით და დაიფერფლებით, როგორც მწერები სანთლის შუქზე. მმოვიდა აღსასრულის დღე, მოვიდა უკანასკნელი ჟამი, ვაშაა! ყველანი ამოწყდებით და ეს წყეული, მახინჯი და გადაბინძურებული დედამიწაც აფეთქდება, კოსმოსსში გაიფანტება და აფეთქდება, ჰა, ჰა, ჰა! . . ერთხელ და სამუდამოდ გაქრება და დავისვენებთ, უფ რას დავისვენებთ, ოჰ რა ზეიმი იქნება, როგორ მეჯლისს მოვაწყობთ, იმ რუსს მიხაილს რომ არც დასიზმრებია! ! ! მანამდე კი რამდენი უბედურება დატრიალდება, რამდენი, რამდენიიი, ხი, ხი, ხი, თქვენი კივილი სწორედ იმ ცეცხლმოკიდებულ ცას მისწვდება, მანამდე კი თხები და ცხვრები მგლებს და ფოცხვერებს გამოეკიდებიან, თხები და ცხვრები მგლებსა და ფოცხვერებზე დაიწყებენ ნადირობას, თხები და ცხვრები მგლებს და ფოცხვერებს შეჭამენ. . .
(სცენაზე ოთხი ჩაფარი შემოდის და უზარმაზარი ტრიბუნა შემოაქვთ. ტრიბუნაზე დიდი მრგავლი საათია, რომელის ისრებიც ასევე უკან უკუღმა მოძრაობენ. კკუდიანი დედაბერი ახლა ტრიბუნის გარშემო მოჰყვება ცეკვას.)
- შეჭამენ, შეჭამენ, ცხვრები და თხები მგელბსა და ფოცხვერებს შეჭამენ, მათი ლეშით გაძღებიან, გასუქდებიან და გაიზრდებიან. მმგლები და ფოცხვერები ძალიან ცოტანი-ღა დარჩებიან და შეშინებულები გასაქცევ გზებსა და დასამალ ადგილებს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ მათ ყველგან პირდაღებული და გასუქებული, მძვინვარე ცხვრები დახვდებიან. ჰჰეი, ჰეი, ჰეი, ჰეი! . . .
(სცენაზე აჩქარებული ნაბიჯით შემოდის მეფე, უკან დაბალი I მინისტრი მოსდევს, შემდეგ კი სიმაღლის, უფრო სწორად სიდაბლის მიხედვით მოჰყვებიან დანარჩენები. ყყველაზე მაღალი IV მინისტრია. მათ უკან ოთხი ჩაფარი მოჰყვებათ. )
მეფე: - მოაშორეთ, დაუყოვნებლივ მოაშორეთ ეს დამთხვეული დედაბერი აქედან. (ყვირის) ჩაფრებო, რა გახდა ერთი კუანა კუდიანი დედაბერი, რომ ვერ მომაშორეთ თავიდან, ამისთვის გიხდით ჯამაგირს ბაჯაღლო ოქროთი? . . ჰა? ამ წუთას გაგაძევებთ და დაგაჭრით თავებსაც და არათავებსაც და ყველაფერსაც რაცა გაქვთ და არა გაქვთ. რით ვერ დაამთავრეთ ის მოხუცთა თავშესაფარი, მთელს აზიაში ყველაზე მოხუცთა და ყველაზე თავშესაფარი როა, (IV, ყველაზე მაღალ მინსიტრს მოუბრუნდება), ესე იგი, ჩვენ საძირკველი ჩავყარეთ ხო უკვე, მთელს აზიაში ყველაზე ღრმა საძირკველი. . . (უცებ განრისხდება). არ არის საკმარისი...
კუდიანი დედაბერი: - მგლები ვეღარსად დაემალებიან ცხვრებს, ვეღარსად და დაუნდობლად დაგლეჯენ, ყველგან იპოვიან შემორჩენილ მგლებს და ყელებს დაღადრავენ, ჰეი, ჰე, ჰეე, ჰეეეი! . .
მეფე (გაცხარებული კივის): -აჰა, აი! ჩაფრებო, მომაშორეთ-მეთქი. . . (მოწყენილი და აღშფოთებული). ერთი პატარა გუბე რა გახდა, ნუთუ ერთი პატარა გუბე აღარ დაგვრჩა სამეფოში, რომ შიგ ჩაახრჩოთ ეს საზიზღარი ბებერი - ( მოულოდნელად აკისკისდება) - ვიხუმრე რა თქმა უნდა, გუბეების მეტი რა გვაქვს. . .
(ჩაფრები კუდიან დედაბერს ხელს სტაცებენ და კულისებისაკენ მიათრევენ)
მეფე: - მოშორდი აქედან (ფეხს მოუქნევს, მაგრამ ძალიან მოუხერხებლად და ააცილებს), ეს ბინძური ბებერი, ფუჰ, (მიაფურთხებს და პირს ხელითყმოიწმენს).
კუდიანი დედაბერი (ჩაფრები მიათრევენ, მაგრამ მაინც არ ჩუმდება, უკანასკნელი სიტყვები კულისებიდან ისმის): - ცხვრები გასუქდნენ, ცხვრები ძალიან გასუქდნენ, კბილებდაკრეჭილი ცხვრები მოდიან, სცემენ დაფდაფებს, მაგრამ იმ დაფდაფებზე, მაგ ცხვრებისავე ტყავია გადაკრული. ცხვრებმა გაიმარჯვეს, ცხვრებმა მგლები დაამარცხეს, ცხვრები ძალიან გასუქდნენ, ცხვრები მოდიან, სცემენ დაფდაფებს, მაგრამ იმ დაფდაფებზე მაგ ცხვრებისავე ტყავია გადაკრული. დდამარცხებული, გამხდარი და შეჭმული მგლები კი ხეობებში არიან ჩასაფრებულები. ბნელ უღრან ხეობებში. აგე შავი, სახიფათოდ სუფთა თვალები როგორ უელავთ,