სანამ ერთმანეთს გავიცნობდით მოქმედი პირნი:
ნინო გია
ფარდა იხსნება.
სტანდარტული, ნახევრად ჩაბნელებული სასტუმროს ოთახი. ჩვენი ყურადღება გაშლილი საწოლისაკენაა მიმართული, სადაც ნინო და გია წვანან. ჯერჯერობით მათ ჩვენ ვერ ვხედავთ, მხოლოდ ხმები გვესმის. თუ წარმოვიდგენთ, რომ საწოლს თავისი გეოგრაფია გააჩნია, დროდადრო სხვადასხვა გეოგრაფიული კუთხიდან რომელიმეს თავი, ფეხი და ხანაც ხელი გამოჩნდება. პირველი საბნიდან ნინო გამოჩნდება, მას გიას თავიც მოჰყვება.
ნინო - უკაცრავად…
გია - პირიქით…
ნინო - ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს…
გია - კი, როგორ არა, გამარჯობა. როგორ ხარ?
ნინო - მე არა მიშავს… დარწმუნებული ხართ, რომ მიცნობთ.
გია - რა თქმა უნდა. რა თმა უნდა… (იცინის)
ნინო - თუ ასეა, აბა რა მქვია?
გია - (სიცილს უმატებს) ჰა, ჰა, ჰა რა კითხვა უნდა ამას? ჰა, ჰა,ჰა… როგორ არ ვიცი, რა გქვიათ… ჰე, ჰე, თქვენ გგონიათ არ ვიცი? არ გამოგივათ ჰე, ჰე, ჰე…
(ნინო არ იცინის. გიაც აღარ იცინის. პაუზა)
ნინო - თუ მიცანით, მითხარი რა მქვია.
გია - (არაბუნებრივად იცინის) და ვიცი რა გქვიათ, და რატომ უნდა გითხრათ? ჰა ჰა…
ნინო - მაშინ მითხარით!
გია - არ გეტყვით!
ნინო - რატომ?
გია - იმიტომ, იმიტომ, რომ უხერხულია, მამაკაცს, რომელიც გიცნობთ, ეკითხებით რა გქვიათ. ეგოცენტრისტი ხომ არა ხართ?
ნინო - ვერ გავიგე?!
გია - გითხარით, რომ ვიცი რა გქვიათ, მაგრამ არ გეტყვით. არ გეტყვით, თუნდაც იმიტომ, რომ ახლა უკვე პრინციპის საკითხია. რას მომჩერებიხართ! არ გჯერათ?
ნინო - მაშინ მითხარით, ერთმანეთს სად შევხვედრილვართ?
გია - (ნაძალადევი სიცილით) წინა ცხოვრებაში.
ნინო - მაინც?
გია - მაგას აღარ გეტყვით!
ნინო - რა ჯიუტი ხართ, ვერ გავიგე?!
გია - მე მგონი კითხვები უადგილოა. ბოლოსდაბოლოს ადრე რომც არ შევხვედროდით, ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთმანეთს ვიცნობთ.
ნინო - გამოდის, რომ თქვენც აღიარებთ, რომ ადრე არ მიცნობდით?
გია - არა, მე ეს არ მითქვამს. უბრალოდ ამდენ ხანს, უცნობებიც გაიცნობდნენ ერთმანეთს. (პაუზა. სიჩუმის შემდეგ) საინტერესოა, რამდენი ხანია რაც ეს ნათურაა ჩართული? ალბათ ძალიან დიდი ხანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი დაბალი შუქი არ იქნებიდა. (ხვდება, რომ შენიშვნა უადგილო გამოუვიდა. სხვა ინტონაციით) და რა გახდა ჩვენი გაცნობა??
ნინო - თუ ასეა, მართალი ხართ. მართლა, რას ჩავაცივდი ამ `რა მქვია, რა მქვიას?~ ბოლოსდაბოლოს ამდენ ხანს ერთმანეთს გავიცნობდით კიდეც.
გია - და რა საჭიროა გაცნობა, როდესაც უკვე ვიცნობთ ერთმანეთს.
ნინო - ხანდახან საჭიროა თავიდან გაიცნო ადამიანი.
გია - ა-ა თქვენ გულისხმობთ, რომ შეიძლება იცნობდე და გეგონოს, რომ იცნობ და უცებ აღმოჩნდება, რომ თურმე სულ არ იცნობ, არა?
ნინო - მაგრამ მთავარი ისაა, რომ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ არ მიცნობთ. რა ვიცი…
გია - `რა იცი~?! თქვენ ფიქრობთ, აღარ შე-
ვიმჩნიე, რომ არ გიცნობდით?
ნინო - ჰო, მერე უკვე ისე თქვით, ვითომ მიცნობდით, მაგრამ ახლა ამას არა აქვს მნიშვნელობა.
გია - დავუშვათ, რომ ასე იყო, თუნდაც, მაგრამ ასე არ იყო გაფრთხილებთ. მე გიცნობთ, თან ძალიან კარგად. მოკლედ, დავუშვათ, რომ ისე იყო როგორც ახლა დახატეთ სურათი…
ნინო - როგორ?
გია - როგორ და რომ ვითომ მე თქვენ არ გიცნობდით და რო მკითხეთ, `რა მქვიაო~, მერე რაღაც აღარ გამოვიდა, რო მეთქვა რო არ ვიციმეთქი და მერე აეწყო და ახლა აქ ვართ, ასეა?
ნინო - მერე?
გია - რა მერე?
ნინო - მერე, რას ამბობდით, მერე!
გია - აღარ მახსოვს. ნინო - მე მახსოვს! გია - გამახსენეთ.
ნინო - ამბობდით, რომ როდესაც შევხვდით და მე გკითხეთ რა მქვია-მეთქი, პირდაპირ ვაჟკაცურად გეღიარებინათ, რომ ჩემი სახელი არ იცოდით ვერ გაბედეთ! და ამას რატომ ამბობდით ახლა გაიხსენეთ, იმიტომ, რომ სანამ ჩემს სახელს არ მეტყვით, ფეხს არ მოვიცვლი!
გია - სხვათა შორის, ქალი ასეთი მომთხოვნი არ შეიძლება იყოს!
(კარებზე კაკუნის ხმა ისმის. სადღაც კარის მტვრევის ხმასაც ჰგავს. გია შეშინებული სწრაფად დგება. სასტუმროს ხალათს ფაციფუცით მოისხამს)
გია - (მაყურებელს) სააბაზნოში მივდიოდი. კაკუნის ხმა მომესმა. კაკუნი კი არა ჩამოიღეს კარები, ნამდვილად მისი ქმარია! მხოლოდ მოტყულებული